შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
თენგიზ შერგელაშვილი

რამდენდაც ეკონომიკური განვითარება თბილისში პირდაპირ კავშირშია მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებასთან, ბევრი ასეთი ხელისშემშლელი ფაქტორი შეიძლება ჩამოვთვალოთ, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ქალაქის არასწორი დაგეგმარება და მართვაა, რაც უპირველესად გულისხმობს არასაკმარისი ეკონომიკური მიზიდულობის წერტილების/ცენტრების არსებობას. თბილისის არაერთი უბანი მოკლებულია ასეთი ცენტრების არსებობას, რაც განაპირობებს კომერციული ობიექტების/ეკონომიკური აგენტების სიმცირესა და მათ არათანაბარ კონცენტრაციას ქალაქში. ასევე აღსანიშნავია ბიზნესის ხელშეწყობის და ინვესტიციების მხარდასაჭერი მუნიციპალური ინსტრუმენტების ნაკლებობა, თბილისის მერიაში არსებული ბიუროკრატიული ბარერები, ეროვნული ვალუტის არასტაბილური გაცვლითი კურსი და სხვ.