უპატრონო ცხოველებთან მიმართებით: მჭიდროდ ვითანამშრომლებთ ამ მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ერთობლივად გავატარებთ ღონისძიებათა ისეთ კომპლექსს, რომელიც მინიმუმამდე შეამცირებს მოქალაქეთა ჯანმრთელობისათვის საშიშ რისკებს. განახლდება თბილისში ძაღლების და კატების მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების მართვის წესები, დაწესდება ზედამხედველობა მათ მკაცრ დაცვაზე.