თბილისს გააჩნია საკმარისად დიდი სივრცე (დაახლოებით 700 ჰა) თავისუფალი, გამოუყენებლი მიწის აქტივის სახით, რომელიც განხილული უნდა იქნას როგორც ურბანული, ასევე ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად. არსებულ გენერალურ გეგმაში მოცემულია სქემატური რუკა, რომელზეც ასახულია პრიორიტეტული განვითარების ტერიტორიები. მოცემულ ტერიტორიებს მიეკუთვნება ქალაქში არსებული საწარმოო ტერიტორიები და პოლიცენტრული არეალები. მიწის ქონების პრივატიზებით მიღებული რესურსებითა და ბიზნესის მხარდამჭერი სხვადასხვა ხელშემწყობი ინსტრუმენტით, მოხდება თბილისის ამ არეალებში ეკონომიკური და ურბანული განვითარების სტიმულირება.