შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
თენგიზ შერგელაშვილი

საფუძველზე, ჩვენ განვახორციელებთ ავარიულ სახლებში მცხოვრებთათვის სპეციალურ პროგრამას. პროგრამის მიზანია ისეთი ეფექტიანი პროცესის ორგანიზება, რომელიც უზრუნველყოფს  ავარიული კორპუსების ჩანაცვლებას ახალი საცხოვრებელი სახლებით. ჩანაცვლება მოხდება მინიმალური და ეფექტიანი დანახარჯების, სწორი არქიტექტურული განაშენიანებისა და მოსახლეობასთან სამართლიანი დამოკიდებულების შენარჩუნების პირობით. მოქალაქეს, რომელიც დღეს ცხოვრობს ავარიულ სახლში, ექნება შესაძლებლობა, უსასყიდლოდ გადავიდეს, სულ მცირე, იმავე ზომის ხარისხიან ბინაში. დავიწყებთ ყველაზე სავალალო მდგომარეობაში მყოფი შენობებიდან და 4 წლის განმავლობაში თბილისში ავარიულ და გაუსაძლის საცხოვრებელ პირობებში მცხოვრებთა პრობლემის გადაჭრაში არსებით გარდატეხას მოვახდენთ.