როგორც მოგეხსენებათ, აღნიშნული საკითხი სცილდება თვითმმართველის კომპეტენციებს, თუმცა ჩვენს ხელთ არსებული ინსტრუმენტებით შესაძლებელი იქნება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სათვალთვალო (ვიდეოკამერების) მოწყობილობების მონტაჟი და უსაფრთხოების ქსელთან მიერთება. ასევე, ქუჩის გარე განათების ქსელის გაფართოება იმ არეალებში, სადაც დღეს გადის საგზაო ობიექტები, მაგრამ გარე განათება ჯერ კიდევ არ არის დამონტაჟებული. ყოველივე ზემოთაღნიშნული კრიმინალის პრევენციისკენ გადადგმული ნაბიჯია.