მიუსაფართა თავშესაფარში ბენეფიაციართა რაოდენობა დღეს შეთავაზებულ ადგილებზე ნაკლებია. ჩვენ ვგეგმავთ, თავშესაფარში დროებით მცხოვრები ადამიანებისთვის საარსებო პირობების გაუმჯობესებას რამდენიმე კომპონენტის დამატებით. ასევე მათთვის შევიმუშავებთ დასაქმების სპეციალურ მუნიციპალურ პროგრამას, რომელიც მათი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.