შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
თენგიზ შერგელაშვილი

თბილისის 33 უბნიდან მხოლოდ 9 არის უზრუნველყოფილი შედარებით ადეკვატური  სარეკრეაციო სივრცით. ოფიციალური ინფორმაციით, ქალაქის ერთ სულ მოსახლეზე მწვანე ნარგავების საშუალო სიდიდე (4 კვ.მ-ზე) ათჯერ ნაკლებია ევროპის ქალაქების ამავე მაჩვენებელზე. ბევრად უფრო დრამატულია სტატისტიკა ქალაქის ნაშენ ნაწილში (1,5 კვ.მ). ყოველივე ეს ნიშნავს იმას, რომ დედაქალაქი  ჟანგბადის მწვავე დეფიციტს განიცდის, რომ  არაფერი ითქვას ჰაერის დაბინძურების მაღალ ხარისხზე. ქალაქისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მწვანე საფარის გაფართოების მიზნით, ყველა დაინტერესებული მხარის აქტიური მონაწილეობით შემუშავდება მიზნობრივი მუნიციპალური  პროგრამა და მისი სამოქმედო გეგმა,  შემოღებული იქნება გამწვანების ახალი სტანდარტი შენობებისათვის, ხოლო იმ ადგილებში, სადაც სარეკრეაციო ზონის გაზრდა შეუძლებელია, ერთ სულ მოსახლეზე დღეს არსებული 4-7 მ² მწვანე საფარი გაიზრდება, მინიმუმ, 10 მ²-მდე, ხოლო ქალაქის ცენტრში - 1,5 მ² გაიზრდება 3-5 მ²-მდე; ყოველი ახალი კორპუსის მაცხოვრებლებზე - 10 მ² მწვანე საფარი; ყოველი 5 კორპუსისთვის მინიმუმ ერთი 100-500 მ² სკვერი; ყველა ახლადაშენებული სკვერის ფართობი 100-500 მ²; თბილისის მასშტაბით 10 თანამედროვე პარკი, თითოეული პარკის ფართობი - 2-4 ჰა. გამოყენებული იქნება მსოფლიოს ქალაქებში წარმატებით  რეალიზებული გამწვანების ინოვაციური ფორმები. შემუშავდება და ამოქმედდება რეგულაციები, რომელიც დაავალდებულებს სამშენებლო კომპანიებს,  დაიცვან გარემოს დაცვის წესები და გამწვანების ნორმები.