შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
თენგიზ შერგელაშვილი
  • შემუშავდება და განვითარდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის (ავტობუსი, მეტრო, ტრამვაი, მიკროავტობუსი, საბაგირო გზა) ერთიანი სატრანსპორტო  სქემა, რომელიც   მაქსიმალურად ორიენტირებული იქნება მისაწვდომობაზე;
  • მოხდება მიკროავტობუსების  რაოდენობისა და მათი სამოძრაო არეალის ოპტიმიზაცია, თანაც ისე, რომ მათ სხვა საზოგადოებრივი  ტრანსპორტის  ერთიანი  სქემა  ჩაანაცვლებს, რითაც გადაადგილება არსებითად გაუმჯობესდება;
  • ყველა ავტობუსი იქნება თანამედროვე, კომფორტული და ეკოლოგიურად უსაფრთხო;
  • აშენდება და ამოქმედდება ტრამვაის ხაზი დელისი-ვაკე-რუსთაველი-ორთაჭალა, დაიწყება დიდუბე-პეკინი-ორთაჭალის ხაზის მშენებლობა;
  • აშენდება სამი სატრანსპორტო დანიშნულების საბაგირო გზა: სამგორი-ვაზისუბანი, ვაჟა ფშაველა-ნუცუბიძის პლატო, ახმეტელის თეატრი-ზღვის უბნის დასახლება;
  • ყველა სახეობის საზოგადოებრივი ტრანსპორტისათვის დაწესდება  ერთიანი საბილეთო და   სააბონენტო სისტემა, რაც შეამცირებს ერთი მგზავრობის  საფასურს.