შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
თენგიზ შერგელაშვილი

თბილისის მერიაში გამოვლენილი ხარვეზები უკავშირდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიების ჩატარების და ორგანიზების ხარჯების გაწევას. ყოველ წელს, თბილისობასა თუ საახალწლო დღესასწაულებზე, მერია მიდის პირდაპირი წესით შესყიდვის პროცედურაზე, შესყიდვებს ახორციელებს ტენდერების გარეშე და გვერდს უვლის შესყიდვების კანონს. ჩვენ აღმოვფხვრით ასეთ მანკიერ პრაქტიკას და წინასწარი გამჭვირვალე ბიუჯეტით უზრუნველვყოფთ მსგავსი დღესასწაულების ორგანიზებას.

 

ასევე ჩვენი გეგმით, თბილისის მერიის ბალანსზე არსებულ ბიბლიოთეკებში მოვახდენთ რეორგანიზაციას და მათ გადავაქცევთ თანამედროვე მედიათეკებად, სადაც ახალგაზრდებს ექნებათ შესაძლებლობა, წიგნის კითხვასთან ერთად, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღონ ის კულტურული და სულიერი საზრდო/პროდუქტი (ელ. წიგნი, კინო, მუსიკა და სხვ.), რომელიც ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნებისმიერი ახალგაზრდის ცხოვრებაში.