შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
თენგიზ შერგელაშვილი

პირველ რიგში, დაგეგმილი გვაქვს საზოგადოებრივი ტრანსპორტის უკლებლივ ყველა გაჩერება მოეწყოს ისე, რომ  შშმ პირებს აღარ ექნეთ დღეს არსებული პრობლემები ტრანსპორტით სარგებლობასთან დაკავშირებით. ჩვენი მერიაში საქმიანობის დასაწყისშივე და შემდგომაც,  მერიისა და რაიონის გამგეობების წარმომადგენლები პერიოდულად აღწერენ და შეაფასებენ, სად და რა შეფერხებებია შშმ პირების, ქვეითად მოსიარულეთა, ბავშვებისა და მოხუცების  გადაადგილებისათვის. ეს ინფორმაცია განთავსდება ვებგვერდზე, სადაც მოქალაქეებს  საკუთარ ინფორმაციას დამატების შესაძლებლობაც ექნებათ, ხოლო მერიის შესაბამისი სამსახურები განათავსებენ კონკრეტული პრობლემის მოგვარების სქემებსა და მისი გადაჭრის ვადებს.