შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ელენე ხოშტარია

დღეს თბილისის ბიუჯეტიდან ამ მიმართულებით დაახლოებით  3,2 მილიონი ლარი იხარჯება. ამ თანხის დიდი ნაწილი ისევ ბიუროკრატიის შენახვას ხმარდება, ხოლო ნაწილი უბრალოდ იფლანგება. არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ჩვენ მნიშვნელოვნად შევამცირებთ ბიუროკარტიულ დანახარჯებს, ხოლო ძირითად თანხებს მივმართავთ:

 

  • უპატრონო ცხოველების თავშესაფრების მოწყობისკენ. აქ გათვალისწინებული უნდა იყოს, როგორც მუნიციპალური თავშესაფრების მოწყობა, ასევე უკვე არსებულ კერძო თავშესაფრებთან თანამშრომლობა;
  • შემუშავდება და განხორციელდება უპატრონო ცხოველების აღწერის, ვაქცინაციისა და სტერილიზაციის სპეციალური პროგრამები.

 

ამ სფეროში მერია მჭიდროდ ითანამშრომლებს ბიზნესსექტორთან და საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან.