შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ელენე ხოშტარია

ქალაქის საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისა და საცობებისგან განსატვირთად აუცილებელია მინიმუმ შემდეგი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება:

  • წყნეთი-სამადლოს დამაკავშირებელი საავტომობილო გზის აღდგენა;
  • უნივერსიტეტის ქუჩის და ბაგების დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა;
  • თამარაშვილისა და უნივერსიტეტის ქუჩების გადაკვეთაზე საგზაო მოძრაობის ორ დონეზე მოწყობა ესტაკადით;
  • გივი კარტოზიას ქუჩის, ბახტრიონის გვირაბის თამარაშვილის ქუჩასთან დამაკავშირებელი უსახელო გზის გადაკვეთაზე მოძრაობის ორ დონეზე მოწყობა;
  • ვერის ხეობიდან გამომავალი ახალი მაგისტრალის გვირაბით დაკავშირება გმირთა მოედანზე არსებულ, ლაგუნასკენ მიმავალ გვირაბთან;
  • სარაჯიშვილის ქუჩის (ვაშლიჯვარი) მარშალ გელოვანთან დაკავშირება ესტაკადით;
  • მარშალ გელოვნის მოედანზე („ვეფხვი და მოყმესთან") საგზაო მოძრაობის ორ დონეზე მოწყობა (გვირაბით);
  • გალაკტიონის ხიდის მარცხენა მხარეს (უშანგი ჩხეიძის ქუჩაზე ასასვლელი) პანდუსის მოწყობა;
  • შეშელიძის და გობრონიძის ქუჩების კვეთასთან მოძრაობის ორ დონეზე მოწყობა (მუხიანიდან მოძრავი მანქანებისთვის);
  • მარნეულის და რუსთავის გზატკეცილის ქვემო სამგორთან დამაკავშირებელი ხიდის აშენება მდინარე მტკვარზე.

 

ამავდროულად, რკინიგზის გადატანის შედეგად:

  • სატრანსპორტო ნაკადებისგან სრულად განიტვირთება მიმდებარე ქუჩები; 2,000 მანქანა საათში მოაკლდება ქალაქის ცენტრალურ უბნებს;
  • მოეწყობა თბილისის აღმოსავლეთის (კახეთის) და დასავლეთის (მცხეთის) მიმართულებების შემაერთებელი უმოკლესი საავტომობილო მაგისტრალი, რაც გააადვილებს გადაადგილებას, როგორც გამჭოლი, ისე ქალაქის ცენტრალური ნაწილიდან ორივე მიმართულებით;
  • განვითარდება განივი სატრანსპორტო ქსელი, გაიზრდება საავტომობილო კავშირები და მისადგომობა. მოეწყობა რამდენიმე მნიშვნელოვანი ახალი კვანძი:  ბუხაიძის ქუჩა, გრანელისა და ლამის ქუჩების გადაკვეთა, ვახუშტის ხიდისა და დეპოს ქუჩა, სამტრედიის ქუჩა. შედეგად, მიმდებარე ქუჩები სრულად განიტვირთება სატრანსპორტო ნაკადებისგან;
  • ისნის ხიდის მიმდებარე გზა გაიყოფა ორად, ერთი არტერია გაყვება არსებულ სარკინიგზო მაგისტრალს და შეუერთდება ახალ გამზირს.