შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ელენე ხოშტარია

დღეს თბილისის ბიუჯეტიდან სპორტის და ჯანსაღი ცხოვრების წესის განვითარებისთვის და სპორტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად 20 მილიონ ლარამდე  იხარჯება. ამ თანხის დიდი ნაწილი ისევ ბიუროკრატიის შენახვას ხმარდება, ხოლო ნაწილი უბრალოდ იფლანგება, მმართველი გუნდის პარტიულ ღონისძიებების ჩასატარებლად და ქართულ ოცნებასთან დაახლოებული ჯგუფების, მათ შორის, ძალადობის ელემენტების შემცველის, წასახალისებლად. "ევროპული საქართველო" მნიშვნელოვნად შეამცირებს ბიუროკარტიულ დანახარჯებს, ხოლო ძირითადი თანხით მოახდენს:

 

  • მარტივი ტიპის სპორტული მოედნების მოწყობას ყოველ უბანსა და ეზოში;
  • სპორტული და ახალგაზრდული ღონისძიებების ხელისშეწყობას უნივერსიტეტებთან, სკოლებთან და ბიზნესთან მჭიდრო თანამშრომლობით;
  • სამოქალაქო აქტივობისა და განათლების წახალისებას;
  • სარეკრეაციო და გასართობი ზონების მოწყობას;
  • ველობილიკებისა და საფეხმავლო სივრცეების მოწყობას.

 

ამ სფეროში მერია მჭიდროდ ითანამშრომლებს ბიზნეს სექტორთან, საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან.