შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ელენე ხოშტარია

2011-2013 წლებში თბილისმა ერთ-ერთი უსაფრთხო ქალაქის სახელი დაიმსახურა ევროპაში. ეს კარგ სამსახურს უწევდა თბილისს ტურისტების მოზიდვის თვალსაზრისითაც. სამწუხაროდ, დღეს ჩვენი ქუჩები იმდენად უსაფრთხო აღარაა.

 

უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების კომპეტენციის ფარგლებში, "ევროპული საქართველო" შექმნის მოქალაქეების უსაფრთხოდ გადაადგილების ინფრასტრუქტურას, რაც გულისხმობს:

 

  • გარე განათების პრობლემების მოგვარებას, განსაკუთრებით კი შემოერთებულ დასახლებებში;
  • მიწისქვეშა გადასასვლელების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციასა და მოწესრიგებას;
  • ადგილობრივ მოსახლეობასთან მჭიდრო თანამშრომლობით კორპუსების მიმდებარე ტერიტორიისა და ეზოების განათების მოწესრიგებას, სადარბაზოების შესასვლელებისა და თავად სადარბაზოების დაცულობის ხარისხის გაზრდას.