განხორციელდება ადაპტირებული ტროტუარების აღდგენის პროექტი, მოეწყობა ზებრა გადასასვლელები ფეხით მოსიარულეთათვის, ტროტუარები გათავისუფლდება პარკინგისგან, გაკეთდება ველობილიკები, სწორად დაიგეგმება და მოწესრიგდება საფეხმავლო სივრცეები. გაგრძელდება გზაჯვარედინებზე უსაფრთხოების კუნძულების მოწყობა, მართვის ერთიან სისტემაში ჩართული შუქნიშნების ქსელის გაფართოება.