შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ელენე ხოშტარია

შემოვლითი რკინიგზის პროექტის დასრულების (მაშინ, როცა სამუშაოების 80% დასრულებულია) უმიზეზოდ და უვადოდ გადადებამ, მარჯვენა და მარცხენა სანაპიროების დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის (სამტრედიის ქუჩასთან) მშენებლობაზე უარის თქმამ, ფაქტობრივად, დედაქალაქს სატრანსპორტო განტვირთვის პერსპექტივა მოუკლა. ქალაქის მაცხოვრებლებისთვის საცობები აუტანელ პრობლემადაა ქცეული.

რკინიგზის გადატანის შედეგად ახალი შესაძლებლობების გაჩენა საგრძნობლად განტვირთავს ქალაქში სადღეისოდ არსებულ ქალაქის არტერიებს და მომავალში ხელს შეუწყობს საცობების პრობლემების მოგვარებას (იხ. დეტალურად ქვემოთ).

ტროტუარებზე პარკინგის აკრძალვა პარკირების ორგანიზებისა და კონტროლის საჭიროებას წარმოშობს. დღეს ქალაქში ყოველდღიურად 400,000-მდე მანქანა მოძრაობს, პარკირების ადგილი კი სულ 3,800-მდეა. ტროტუარების მანქანებისგან გათავისუფლებასთან ერთად, დაიწყება მიწისქვეშა პარკინგების მშენებლობა და პარკირების ზონების შექმნა. საცხოვრებელი, საოფისე და სხვა დანიშნულების შენობაში მცხოვრებთა და დასაქმებულთა რაოდენობისა და ფართობის მიხედვით დადგინდება პარკირების ზონების ზუსტი კრიტერიუმები და ავტოსადგომების მინიმალური ადგილების რაოდენობა, რაც მკაცრად იქნება დაცული მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღებისას. იმ ადგილებში, სადაც დასაქმებული პირების, ბიზნესის ოფისების, სასწავლო დაწესებულებების მაღალ კონცენტრაციას აქვს ადგილი, ამოქმედდება პარკირების საფასურის დროზე მიბმული სისტემა.