ძველი თბილისის რეაბილიტაციით და სხვა მრავალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებით, „ევროპული საქართველო" შეძლებს მრავალი კულტურული ძეგლის შენარჩუნებას. დამატებით, ჩვენ მეტ ყურადღებას და ძალისხმევას დავუთმობთ საბჭოთა ოკუპაციის უარყოფითი მემკვიდრეობის წარმოჩენას თბილისის მასშტაბით. ჩვენ აღვადგენთ და რეაბილიტაციას გავუწევთ იმ შენობებს, სადაც ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ ქართველი ოფიცრები, საჯარო მოხელეები და ანტიკომუნისტური მოძრაობის წევრები. ასევე, შენობებს, სადაც „ჩეკა" ასამართლებდა საქართველოს პირველი რესპუბლიკის ქართველ დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ აქტივისტებს. ერთ-ერთი ასეთი შენობაა ჩეკას მაშინდელი სათაო ოფისი ინგოროყვას ქუჩაზე. „ევროპული საქართველოს" ბოლო და არა უკანასკნელი ძალისხმევა იქნება იმ ადგილების რეაბილიტაცია, მარკირება და მემორიალის სტატუსის მინიჭება შიდა და გარე ტურისტების მისაზიდად, სადაც ადგილი ჰქონდა მასობრივ მკვლელობებს და აღმოჩენილია მასობრივი სასაფლაოები (მაგალითად, ვაკის პარკი და რუსთავისკენ მდებარე თბილისის გარეუბნები).