ჯანდაცვის ზოგადი ინდიკატორების გაუმჯობესება დიდწილად ქვეყნის სოციო-ეკონომიკურ განვითარებასა და ცენტრალური ხელისუფლების მიერ განხორციელებული ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის შედეგებზეა დამოკიდებული, თუმცა თბილისის თვითმმართველობას, ქალაქის მასშტაბიდან გამომდინარე, მასში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია. ამ ინდიკატორებზე გავლენას მოახდენს:
- თბილისში მცხოვრებ 203,000 პენსიონერზე 50 ლარიანი ყოველთვიური დანამატის გაცემა და ერთ სოციალურად დაუცველზე თვეში საარსებო შემწეობის მოცულობის 70 ლარით მომატება, რადგან ეს გაზრდის ჯანდაცვაზე (ძირითადად, მედიკამენტებზე) მათ ფინანსურ ხელმისაწვდომობას;
- დასაქმების გაზრდაზე ორიენტირებული პოლიტიკა, რაც შედეგად მოიტანს 35 000-ით მეტ დასაქმებულს და გააუმჯობესებს თბილისში მცხოვრები ოჯახების სოცი-ოეკონომიკურ მდგომარეობას, შესაბამისად - ჯანდაცვაზე მათ ფინანსურ ხელმისაწვდომობას;
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე ორიენტირებული ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების განხორციელება საზოგადოების ყველაზე დაუცველი პირებისათვის უკეთეს პირობებს შექმნის;
- ჯანდაცვის მუნიციპალური პროგრამების უფრო ეფექტური მიმართვა შესაბამისი მიზნობრივი ჯგუფებისკენ.