დაბალი ეკონომიკური ზრდა, მთელი ქვეყნის მსგავსად, თბილისის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზეც აისახა. ძალიან ცოტაა პენსიონერი და სოციალურად დაუცველი, რომლის ჯიბესაც სურსათისა და მედიკამენტების გაძვირება მნიშვნელოვნად არ შეეხო. ამიტომ ასეთ ვითარებაში "ევროპული საქართველო" გამოსავლად მიიჩნევს ყოველთვიური საპენსიო 50 ლარიანი დანამატის შემოღებასა და საარსებო შემწეობის ოდენობის გაზრდას 70 ლარით ერთ სოციალურად დაუცველზე თვეში.
მნიშვნელოვანია, დაიწყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე ორიენტირებული ჯანდაცვისა და სოციალური სახელმწიფო პროგრამების მუნიციპალურ დონეზე გადატანა, მათი დაფინასებისა და ეფექტურობის გაზრდა, ამგვარი მუნიციპალური და (ეტაპობრივად) სახელმწიფო პროგრამების ინტეგრირება საბავშვო ბარებსა და სკოლებში.
თბილისს, როგორც ყველაზე ძლიერ მუნიციპალიტეტს, შეუძლია განახორციელოს პილოტ-პროექტები, რომლებიც შემდგომ სხვა მუნიციპალიტეტებში დაინერგება. მუნიციპალიტეტის როლის ზრდა უნდა მოხდეს თემთან დიალოგით, ჯანდაცვის და განათლების სამინისტროებთან მჭიდრო კოორდინაციით, ეტაპობრივად. პილოტირებითა და თანადაფინანსებით შესაძლებელია ჯანდაცვის სამინისტროს ქვეშ არსებული შემდეგი სახელმწიფო პროგრამების მუნიციპალურ დონეზე გადატანა:
სპეციალური საგანამანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვთა მშობლები დღეს რთული არჩევანის წინაშე დგანან: ადრეული ინტერვენციისა და დღის ცენტრებში ბავშვის ტარების შემთხვევაში, მათ, პრაქტიკულად, ესპობათ საშუალება, ბავშვი პარალელურად საბავშვო ბაღსა და სკოლაში ატარონ. ამიტომ სპეციალური საგანამანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვთა განათლების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის გასაუმჯობესებლად, "ევროპული საქართველო" გეგმავს:
ბაღებში ადრეული ინტერვენციის ოთახებისა და სკოლებში დღის ცენტრების მართვის გადაცემა სერვისის გარე მომწოდებლებზე მოხდება.