შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ელენე ხოშტარია

“ევროპული საქართველო” გაანახევრებს ბიუროკრატიას (ბიუჯეტის დაახლოებით 5%-ს, რომელიც ჩინოვნიკების ჯიბესა და კომფორტზე მიდის), შეკვეცს არაეფექტურ ხარჯებს, აღმოფხვრის კორუფციასა და ნეპოტიზმს, დაზოგავს თანხებს (200 მილიონი თბილისის 826-მილიონიანი ბიუჯეტიდან) და ფინანსურ რესურსს უფრო ეფექტიანად მიმართავს როგორც სოცალურ, ისე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.

იქიდან გამომდინარე, რომ ბევრ ადამიანს უჭირს, იზრდება სიღარიბე და უმუშევრობა, ეკონომიკა დაბალი ტემპით ვითარდება და როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი მთავრობა, სრულიად არაპროფესიონალურად და არაკომპეტენტურად პასუხობს გამოწვევებს, თბილისში “ევროპული საქართველო” 200,000-ზე მეტ პენსიონერს პირდება 50 ლარიან ყოველთვიურ საპენსიო დანამატს, ხოლო 100,000-მდე სოციალურად დაუცველს - დამატებით 70 ლარიან საარსებო შემწეობას თვეში.

მარცხისთვის განწირული “მილიონი ხის” პროგრამის ნაცვლად, “ევროპული საქართველო” გადადგამს რეალურ ნაბიჯებს ქალაქის გამწვანების, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და თითოეული მოქალაქისთვის ჯანსაღი გარემოს შექმნისკენ.