შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად

ხშირად დასმული კითხვები

რატომ შეიქმნა ეს ვებ-გვერდი?
ამ ვებ-გვერდის მიზანია ერთის მხრივ, საზოგადოებას გააცნოს 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტებისა და მერობის კანდიდატების ხედვები საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, ხოლო მეორეს მხრივ წაახალისოს კონკრეტულ სამოქმედო გეგმებზე ორიენტირებული, ინფორმირებული პოლიტიკური დისკუსია.

როგორ შეიძლება ჩვენი პროგრამა განვათავსოთ თქვენს ვებ-გვერდზე?
ნებისმიერ რეგისტრირებულ საარჩევნო სუბიექტსა თუ მერობის კანდიდატს, რომელიც მონაწილეობას იღებს 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებში შეუძლია განათავსოს მისი პროგრამა ამ ვებ-გვერდზე. ამისათვის შევსებული კითხვარი გამოაგზავნეთ შემდეგ მისამართზე: contact@nimd.ge

რატომ არის ზოგიერთი ველი საარჩევნო სუბიექტების/მერობის კანდიდატების პროგრამებში ცარიელი?
საარჩევნო სუბიექტებს/მერობის კანდიდატებს ჰქონდათ შესაძლებლობა არ ეპასუხათ ზოგიერთი შეკითხვისათვის.

რა პრინციპით შეირჩა ის საარჩევნო სუბიექტები/მერობის კანდიდატები, რომელთა პროგრამებიც განთავსდა ვებ-გვერდზე?
შევსებული კითხვარის გამოგზავნა ვებ-გვედზე განსათავსებლად ყველა რეგისტირებულ საარჩევნო სუბიექტს/მერობის კანდიდატს შეეძლო. ამ ვებ-გვერდის შექმნის თაობაზე ღიად გამოცხადდა სხვადასხვა მედია საშუალებებით, ხოლო კითხვარები ყველა რეგისტრირებულ სუბიექტს/მერობის კანდიდატს დაეგზავნა.

რა პრინციპის მიხედვითაა საარჩევნო სუბიექტების/მერობის კანდიდატების ჩამონათვალი განლაგებული ვებ-გვერდზე?
საერთაშორისო პროტოკოლის ტრადიციის მიხედვით, იმ შემთხვევებში, როდესაც აუცლებელია ჩამონათვალში შესულ პირთა თანასწორი სტატუსის ხაზგასმა, თანამიმდევრობა ანბანის მიხედვით განისაზღვრება. მაგალითად პიროვნება, ვისი გვარიც „გ“-ზე იწყება, სიაში მესამე ადგილზე მოხვდება და ასე შემდეგ.

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საელჩოს facebook გვერდს.

პარტნიორები