ქუთაისი
ქვემოთ მოყვანილი კითხვარი განკუთვნილია 2014 წლის თვითმმართველობის არჩევბენში მონაწილე მერობის კანდიდატებისათვის. დაინტერესებულ კანდიდატებს საშუალება აქვთ გამოგზავნონ შევსებული კითხვარი ელ. ფოსტის მისამართზე: contact@nimd.ge
ჩამოტვირთე კითხვარი
გთხოვთ, უპასუხოთ ქვემოთ ჩამოთვლილ შეკითხვებს. თითოეული პასუხი არ უნდა აღემატებოდეს 250 სიტყვას. თქვენ შეგიძლიათ არ უპასუხოთ ზოგიერთ შეკითხვას.
ზოგადი ხედვა
- ხედვა: როგორია თქვენი ხედვა ქალაქის განვითარების ძირითადი პრიორიტეტების შესახებ?
განვითარება და ეკონომიკა
- ქალაქის განვითარება: თქვენი აზრით, რა არის თქვენი ქალაქის ძირითადი შესაძლებლობები/უპირატესობები, რომელთა გამოყენებასაც შეეცდებით მისი ეკონომიკური და ურბანული განვითარების მისაღწევად?
- ეკონომიკური განვითარება: გთხოვთ მოკლედ აღწეროთ ქალაქის გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარების თქვენეული ხედვა/გეგმა (თუკი ასეთი გაქვთ)
- ეკონომიკური განვითარება: თქვენი აზრით, რა არის ის მთავარი პრობლემები, რომლებიც თქვენი ქალაქის ეკონომიკურ განვითარებას ხელს უშლის?
- ბიუჯეტი: როგორია თქვენი საბიუჯეტო პრიორიტეტები? გთხოვთ მოკლედ განმარტოთ თქვენი საბიუჯეტო პოლიტიკა
- ბიზნესი და ინვესტიციები: რა ღონისძიებებს გაატარებთ ქალაქის ბიზნეს და კომერციული ინფრასტრუტურის გაუმჯობესების, ინვესტიციების მოზიდვის ხელშესაწყობად?
ურბანული განვითარება/ ქალაქდაგეგმარება/ბინათმშენებლობა:
- საბინადრო პოლიტიკა: რა ღონისძიებებს გაატარებთ უკეთესი ხარისხის საბინადრო პირობების შესაქმნელად მოქალაქეთათვის?
- დასუფთავება: რა ღონისძიებების გატარებას გეგმავთ ქალაქის ქუჩების სისუფთავის გასაუმჯობესებლად?
ინფრასტრუქტურა და ტრანსპორტი
- საზოგადოებრივი ტრანსპორტი: რა ღონისძიებების გატარებას აპირებთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემის გაუმჯობესებისათვის?
- საგზაო მოძრაობა: რა ღონისძიებების გატარებას აპირებთ ქალაქში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესებისათვის?
- შეზღუდული შესაძლებლობების პირები: რა ღონისძიებებს გაატარებთ შეზღუდული შესაძლებლობების პირთა ქალაქში გადაადგილების შესაძლებლობების გაუმჯობესებისთვის?
კულტურა და განათლება
- კულტურა: რა პროგრამებს განახორციელებთ კულტურული ცხოვრების გაუმჯობესებისათვის?
- განათლება: თქვენი კომპეტენციის ფარგლებში, რას მოიმოქმედებთ განათლების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის გაუმჯობესების მიზნით?
უსაფრთხოება და კრიმინალი
- უსაფრთხოება და კრიმინალი: თქვენი კომპეტენციის ფარგლებში, რა ღონისძიებებს გაატარებთ კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლის, კრიმინალის პრევენციისთვის?
ჯანდაცვა და სოციალური პოლიტიკა
- სოციალური პოლიტიკა: როგორი იქნება თქვენი სოციალური პოლიტიკა და რა სოციალური პროგრამების განხორციელებისათვის იზრუნებთ ქალაქში?
- ჯანდაცვა: რა ღონისძიებებს განახორციელებთ ჯანდაცვის ზოგადი ინდიკატორების გასაუმჯობესებლად თქვენს ქალაქში?
- მიუსაფართა სოციალური პოლიტიკა: რა ღონისძიებების გატარებას გეგმავთ ქალაქში მიუსაფართა სოციალური პირობების გასაუმჯობესებლად?
ეკოლოგია, რეკრეაცია და სპორტი
- ეკოლოგია: რა ღონისძიებების გატარებას აპირებთ ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად?
- რეკრეაცია: რა ღონისძიებებს გაატარებთ ქალაქში რეკრეაციული ზონების, პარკების გაფართოვებისა და განვითარებისთვის?
- სპორტი: რის გაკეთებას აპირებთ სპორტის და ჯანსაღი ცხოვრების წესის განვითარებისთვის და სპორტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად?
ქუთაისი
- თქვენი აზრით, პარლამენტი ქუთაისში უნდა დარჩეს თუ არა? გთხოვთ, მოკლედ დაასაბუთოთ თქვენი პოზიცია
- საქართველოს პარლამენტის ადგილმდებარეობის შეცვლისა და ამჟამინდელი შენობის ქალაქზე გადმოცემის შემთხვევაში რა დანიშნულებით აითვისებდით მოცემულ სივრცეს?
- რა ღონისძიებებს გაატარებთ სკოლამდელი აღზრდის სისტემის მართვისა და ხარისხის გაუმჯობესებისათვის?
- რა ღონისძიებებს გაატარებთ ქალაქში გარე ვაჭრობის საკითხის დარეგულირებისთვის?
პროექტის დონორი
პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საელჩოს facebook გვერდს.