არასაპარლამენტო ოპოზიცია
საარჩევნო ბლოკი წარმოადგენს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება “თავისუფალი საქართველოსა და “ახალი მემარჯვენეების” გაერთიანებას.
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „თავისუფალი საქართველო“ დაფუძნდა 2010 წლის დეკემბერში, აქვს მემარცხენე - ცენტრისტული მიმართულება და პრიორიტეტულ საკითხებად მიიჩნევს სოციალური პრობლემატიკას, ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებასა და საგარეო პოლიტიკაში ევროპული ორიენტაციას. სახელმწიფო ტერიტორიული მოწყობის საკითხში პარტიის საპროგრამო პრიორიტეტია - უნიტარული სახელმწიფო, სახელწმიფო წყობა-საპარლამენტო რესპუბლიკა.
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება “ახალი მემარჯვენეები” დაფუძნდა 2001 წლის 15 ივნისს. პრიორიტეტული თემებია: საბაზრო ეკონომიკის განვითარება, ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნება, საგარეო პოლიტიკაში დასავლური ვექტორის მიმართულება. სახელმწიფო ტერიტორიული მოწყობის საკითხში პარტიის საპროგრამო პრიორიტეტია - უნიტარული სახელმწიფო, სახელწმიფო წყობა-საპარლამენტო რესპუბლიკა.
ლიდერი: ფიქრია ჩიხრაძე
თავმჯდომარე: კახა კუკავა
არასაპარლამენტო ოპოზიცია - გადმოტვირთეთ კითხვარის სრული ვერსია.
ვებ-გვერდი: www.nrp.ge /freegeorgia.ge
პროექტის დონორი
პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საელჩოს facebook გვერდს.