შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
EECMD-ის შესახებ

დემოკრატიას სჭირდება დემოკრატები. სწორედ ამ მიზნით ვმუშაობთ, რათა გავაუმჯობესოთ დემოკრატიული ტრადიციები, გავაძლიეროთ პოლიტიკური პარტიები და ადგილობრივ დონეზე შევქმნათ ძლიერი შესაძლებლობები ჩვენს რეგიონში დემოკრატიის უზრუნველსაყოფად.

EECMD-ის ხუთი პრინციპი:

დემოკრატიულ ქვეყნებს სჭირდებათ დემოკრატიული პოლიტიკური პარტიები - ღია და გამჭვირვალე პოლიტიკური პარტიების გარეშე ნამდვილი დემოკრატია ვერ იარსებებს. ჩვენ მხარს ვუჭერთ პოლიტიკურ პარტიებს, რათა მათ გააძლიერონ და გააფართოონ პოლიტიკურ ცხოვრებაში სხვადასხვა ჯგუფების მონაწილეობა და წარმომადგენლობა. განსაკუთრებულ ყურადღებას მივაპყრობთ გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფისა და მარგინალიზებული ჯგუფების გაძლიერების საკითხებს.

დემოკრატია ეყრდნობა დემოკრატებს - ჩვენ ვმუშაობთ იმისათვის, რომ გავაძლიეროთ დემოკრატიის ლიდერების ინდივიდუალური და კოლექტიური შესაძლებლობები სხვადასხვა ქალაქში პოლიტიკური განათლების მიწოდებით. ყურადღებას ვამახვილებთ დემოკრატიულ ღირებულებებზე და არაძალადობრივი პოლიტიკური საქმიანობისათვის საჭირო ცოდნასა და უნარ-ჩვევებზე.

დემოკრატიას სჭირდება თავისუფალი და სამართლიანი პოლიტიკური კონკურენცია - ჩვენი მიზანია გავაუმჯობესოთ კანონმდებლობა და პოლიტიკური პარტიების რეგულაციები, რათა პოლიტიკური მისწრაფებების გამოსახატად ყველას ჰქონდეს ხმა და აუცილებელი სივრცე.

დიალოგი აძლიერებს დემოკრატიას - გვჯერა კონსენსუსის ძალის და ხელს ვუწყობთ მრავალპარტიულ დიალოგს იმისათვის, რომ გავუმკლავდეთ პოლიტიკური ტრანსფორმაციის არაერთ გამოწვევას.

დემოკრატია დაუსრულებელი პროცესია - დაინტერესებულ მხარეებს ვუზიარებთ ინოვაციურ იდეებსა და დაგროვილ ცოდნას დემოკრატიზაციის გზაზე არსებული პრობლემების გადასაჭრელად და პოლიტიკურ ცხოვრებაში მათი მონაწილეობის გასაძლიერებლად.

Print Friendly Version of this page Get a PDF version of this webpage
პროექტის დონორი
პროექტი ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საელჩოს facebook გვერდს.