შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად

პროექტის შესახებ

WWW.PARTIEBI.GE ამოცანაა ხელი შეუწყოს საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე ინფორმირებულ პოლიტიკურ მსჯელობასა და დისკუსიას 2014 წლის 15 ივნისის თვითმმართველობის არჩევნების წინ.

ამ მიზნით, NIMD-მა არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტებსა და მერობის კანდიდატებს შესთავაზა აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხებთან მიმართებაში დასმული შეკითხვებისათვის ეპასუხათ. საარჩევნო სუბიექტებს/მერობის კანდიდატებს თითოეულ კითხვაზე თანაბარი მოცულობის - მაქსიმუმ 250 სიტყვიანი პასუხის გაცემა შეეძლოთ.

ამ ვებ-გვერდის საშუალებით, შესაძლებელია როგორც ცალკეულ საარჩევნო სუბიექტთა ისე მერობის კანდიდატთა ხედვების გაცნობა და მათი ერთმანეთთან შედარება. სოციალური მედიის აპლიკაციები კი საშუალებას მოგცემთ თქვენი საკუთარი დისკუსია წამოიწყოთ, ადვილად გაავრცელოთ და იმსჯელოთ თქვენთვის საინტერესო იმ საკითხებზე, რომელთაც აქ იხილავთ.

იმედი გვაქვს, აქტიურად გამოიყენებთ ამ სასარგებლო რესურსს.

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საელჩოს facebook გვერდს.

პარტნიორები