Mayoral Candidate » Rustavi » Jiqia David
Date of Birth/Place
1981-09-07, eng_ჩხოროწყუ
Education
eng_1987–1998 წლებში სწავლობდა რუსთავის მე-5 საჯარო სკოლაში. 2002 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მენეჯმენტისა და მიკროეკონომიკის ფაკულტეტი, საერთაშორისო ბიზნესის მართვის სპეციალობით. მინიჭებული აქვს ეკონომიკის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი მენეჯერის კვალიფიკაციით. 2004 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მენეჯმენტისა და მიკროეკონომიკის ფაკუტეტის საერთაშორისო ბიზნესის მართვის ფაკულტეტი. მინიჭებული აქვს ეკონომიკის მაგისტრის აკადემიური ხარისხი. 2006 წელს დაამთავრა საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ქალაქის ურბანული დაგეგმვისა და განვითარების ფაკულტეტი. გავლილი აქვს ლონდონის უმაღლესი სახელმწიფო სასწავლებლის "South Themes College London"-ის აკადემიური ინგლისური ენის სპეციალური და ბრიტანეთის სამეფო კოლეჯის "Frances King"-ის ინგლისური ენის სასწავლო პროგრამები.
Work Experience
eng_2003-2004 წლებში იყო არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული პრინციპებისა და ადამიანების დაცვის კავშირის“ ქვემო ქართლის რეგიონული ფილიალის თავმჯდომარე; 2005-2007 წლებში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო რწმუნებულის აპარატში ჯერ აგროსამრეწველო კომპლექსების მიწის რესურსებისა და კადასტრის სამსახურის წამყვან სპეციალისტად, შემდეგ საფინანსო-სამეურნეო სამსახურის უფროს სპეციალისტად, ასევე სახელმწიფო შესყიდვების კოორდინატორად; 2007-2011 წლებში მუშაობდა საქართველოს თვითმმართველ ერთეულებში - ქ. რუსთავის, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულისა და წალკის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის, გუბერნატორის, ადმინისტრაციაში სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მთავარ სპეციალისტად; 2011 წლიდან 2012 წლის თებერვლამდე იყო ქალაქ რუსთავის მერიის ადმინისტრაციის უფროსი; 2012 წლის თებერვალში სამსახურიდან გაათავისუფლეს პოლიტიკური შეხედულებების გამო; 2012 წლიდან არის პარტია ,,ქართული ოცნების“ წევრი; 2013 წელს დაინიშნა ქალაქ რუსთავის მერის მოვალეობის შემსრულებლად; 2014 წლის მარტიდან ,,ქართული ოცნების“ რუსთავის ორგანიზაციის თავმჯდომარეა. სხვადასხვა დროს გავლილი აქვს საჯარო ადმინისტრირების, რეგიონული განვითარებისა და დეცენტრალიზაციის, სტრატეგიული მართვის სასწავლო კურსები. მონაწილეობდა ქვემო ქართლის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიული გეგმის შემუშავებაში, იყო ქვემო ქართლის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების კომისიის წევრი. ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.
Family status
eng_
Supported by
The Project: Support to the Development of Democratic Institutions in the South Caucasus is funded by the Embassy of Kingdom of the Netherlands to Georgia. Visit the Embassy’s Facebook page for more information on their activities.








