1. სექტორული პოლიტიკის გაძლიერებისა და ექსპორტის ხელშეწყობა
შეიქმნება ექსპორტის ხელშეწყობის მაკოორდინირებელი სათათბირო ორგანო, რომელიც ჩამოყალიბდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის კაბინეტთან და მისი მთავარი ფუნქცია იქნება ექსპორტის პოლიტიკის შექმნა და განხორციელება.
შემუშავდება სექტორული განვითარების პოლიტიკის დოკუმენტები. რომელითაც დაიგეგმება სექტორული განვითარების გრძელვადიანი პოლიტიკა და შექმნება სწორი მოლოდინები პრიორიტეტული სექტორების შესახებ.
სახელმწიფო ფინანსურად და ტექნიკურად მიეხმარება კომპანიებს, განახორციელონ საკუთარი პროდუქციის ექსპორტი სხვადასხვა სტრატეგიულად მნიშვნელოვან ბაზრებზე, მათ შორის ევროკავშირსა და აშშ-ში. შეიქმნება ექსპორტის დაფინანსების სააგენტო.
სააგენტო განახორციელებს ექსპორტიორებისთვის საჭირო ფინანსური რესურსების და სადაზღვეო მომსახურების მიწოდებას.
სააგენტო განახორციელებს საწარმოო სტანდარტების, ფიტო ფიტო-სანიტარული მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის საჭირო მხარდაჭერასა და სათანადო კომპეტენციის უზრუნველყოფას.
გაფორმდება თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება აშშ-სთან.
განხორციელდება ევროკავშირის სახელმწიფო შესყიდვებში ქართული ბიზნესის მონაწილეობის ხელშეწყობა
განხორციელდება საჯარო სამეცნიერო და კვლევით ორგანიზაციების საბიუჯეტო და შერეული (საბიუჯეტო და განვითარების პარტნიორები) დაფინანსების ზრდა. შეიქმნება საკანონმდებლო ჩარჩო სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის „ვენჩურული" ცენტრებისთვის.
განხორციელდება საერთაშორისო კომპანიების საოპერაციო პროცესების საქართველოში გადმოტანა.
დაინერგება „ერთი ფანჯრის პრინციპი" სახელმწიფო მხარდაჭერის არსებული პროგრამებით სარგებლობისთვის. მოხდება ყველა არსებული მხარდაჭერის ერთი ქოლგის ქვეშ კონსოლიდაცია. საქართველოში რეგიონული ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით, სახელმწიფოს მთავარ შესაძლებლობას მცირე ბიზნესის ეკოსისტემა და როგორც მცირე წარმოების, ასევე მომსახურების პოტენციალის ათვისება წარმოადგენს.
2. მცირე ბიზნესის ხელშეწყობა:
შეიქმნება სამთავრობო სტრუქტურათა შორის კოორდინაციის მექანიზმი - „მცირე ბიზნესის ადმინისტრაცია", რომელიც უზრუნველყოფს რესურსების ეფექტიან განაწილებას პოტენციურ ბენეფიციარებზე - საკუთარი ბიზნესის დაწყებისა და განვითარების მსურველ საქართველოს მოქალაქეებზე. კერძოდ, აღნიშნული მექანიზმი უზრუნველყოფს:
მცირე ბიზნესის ხელშეწყობის ინსტრუმენტების კონსოლიდაციას;
შესაბამის ტექნიკურ დახმარებას;
საკონსულტაციო და ინტელექტუალურ მხარდაჭერას;
მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პოლიტიკის ტერიტორიულ იმპლემენტაციას;
მუნიციპალური სერვისების ეფექტიანად მიწოდების უზრუნველყოფას;
ფინანსურ პროდუქტებზე ხელმისაწვდომობას;
კვალიფიციური ადამიანური რესურსების მობილიზებას;
ინოვაციურ და სტარტაფ ეკო სისტემასთან ინტეგრაციას და ა.შ.
რეგიონის სპეციფიკის შესაბამისი მცირე ბიზნესის ხელშეწყობისა და განვითარებისთვის,
„მცირე ბიზნესის ადმინისტრაციის" ქვეშ გაერთიანდება სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების ინსტრუმენტები. აღნიშნული მექანიზმის ერთ-ერთი ამოცანა იქნება მცირე ბიზნესის ხელშეწყობისთვის ადგილობრივ თვითმმართველობებთან ეფექტიანი კოორდინაცია.
„მცირე ბიზნესის ადმინისტრაცია" კოორდინაციას გაუწევს მცირე ბიზნესის ფარგლებში ისეთი პროგრამული პრიორიტეტების განხორციელებას. მაგალითად როგორიცაა მჭიდროდ დასახლებულ სოფლებში წარმოების ეფექტიანობის ზრდის ხელშეწყობა, მეწარმეთა და ფერმერთა გრძელვადიანი მხარდაჭერა, მცირე ტურისტული პროდუქტებისა და მომსახურების მიწოდება, მცირე სოფლების განვითარება.ტურიზმის
3. შემდგომი განვითარება და ახალი რეგიონული მიზიდულობის ცენტრების შექმნა
რეგიონებში ახალი შესაძლებლობების გაჩენისა და სამუშაო ადგილების შექმნისთვის მნიშვნელოვანია ადგილობრივი პოტენციალის ათვისების ხელშეწყობა. ეს მიზანი მიიღწევა სახელმწიფოსა და კერძო სექტორის
თანამშრომლობით. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, ჩვენ განვახორციელებთ პროგრამას „მიზიდულობის ცენტრები", რომელიც მიზნად ისახავს ეკონომიკური აქტივობის ახალი ცენტრების გაჩენას რეგიონებში სახელმწიფო და კერძო ინვესტიციების განხორციელების გზით (მათ შორის, საჯარო-კერძო თანამშრომლობის მოდელით).
აღნიშნული კონცეფცია ეფუძნება რეგიონებში არსებული პოტენციალის და ეკონომიკური შესაძლებლობების
ანალიზს და განვითარების ტენდენციების გამოვლენას. კონცეფცია მოიცავს სხვადასხვა სფეროს, მათ შორის,
სოფლის მეურნეობას, ტურიზმს, ინდუსტრიას და ა.შ.
ამ მოდელის განხორციელება განსაკუთრებით ეფექტიანია ტურიზმის სფეროში იმ რეგიონებში, სადაც არსებობს ტურისტული დანიშნულის ადგილები, თუმცა, ისინი ნაკლებად ცნობადი და პოპულარულია ან ტურისტული პოტენციალის თვალსაზრისით სრულიად ახალ ადგილებში. კერძოდ, არსებული ტურისტულად მიმზიდველი ადგილების განვითარების გარდა, ხელი შეეწყობა ახალი ტურისტული მიზიდულობის ცენტების ჩამოყალიბებას.