სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების პროფესიული დასაქმება მინიმალური ხელფასის ანაზღაურებით - პროგრამის ფარგლებში ყოველწლიურად დასაქმდება 10 ათასი კურსდამთავრებული საკუთარი პროფესიით კერძო და სახელმწიფო სექტორში. ამ დასაქმების ფარგლებში, სახელმწიფო მათ გადაუხდის ხელფასის ნაწილს მინიმალური ხელფასის ოდენობით - 950 ლარს დასაქმების 6 თვის განმავლობაში. ამ ინიციატივის ფარგლებში, კურსდამთავრებულები მიიღებენ სამუშაო გამოცდილებას, გაიაზრებენ რა მიმართულებით სურთ საკუთარი კვალიფიკაციის ამაღლება, უზრუნველყოფილი იქნებიან მინიმალური ფინანსური რესურსით დასაქმების საწყის პერიოდში.
სტუდენტური საცხოვრებელი ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის - დღეისათვის საქართველოში სადაც 144 ათასამდე სტუდენტი სწავლობს. მიუხედავად იმისა, რომ კერძო დაწესებულებების რაოდენობა 2.8-ჯერ მეტია სახელმწიფო სასწავლებლებზე, სტუდენტთა 65% სახელმწიფო სასწავლებლებში სწავლობს. პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო უნივერსიტეტები მიიღებენ მხარდაჭერას საერთო სტუდენტური საცხოვრებლების მშენებლობისთვის, ეტაპობრივად 20-ვე სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე აშენდება თანამედროვე ტიპის საცხოვრებლები, ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი იქნება უზრუნველყოფილი საერთო საცხოვრებლით.
კვება საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში: ინიციატივის ფარგლებში, ყველა საჯარო სკოლაში განხორციელდება უფასო კვების პროგრამა, ეტაპობრივად დაინერგება რამდნეიმე სხვადასხვა ტიპის მოდელი სხვადასხვა საჯარო სკოლაში გარემოებისა და კულტურის სპეციფიკის გათვალისწინებით. სასკოლო კვება იქნება უმაღლესი სტანდარტების დაცვით და მოზარდზე ორიენტირებული კვების რაციონით.
სკოლების აღჭურვა/ადაპტირება, დარგობრივი ოთახებითა და სპორტული ინფრასტრუქტურით;
პროგრამის ფარგლებში საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში დაიწყება საბაზისო პრობლემების აღმოფხვრა, აღიჭურვება თანამედროვე სტანდარტების ინფრასტრუქტურით, ადაპტირებული იქნება გარემო პირობებსა და მოსწავლეების საჭიროებებზე;
ეტაპობრივად შეიქმნება დარგობრივი ოთახები, რომელიც უზრუნველჰყოფს სწორ პროფესიულ ორიენტაციას. ყველა საჯარო სკოლლის ბაზაზე ეტაპობრივად განხორციელდება სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა.
სახელმწიფო გრანტები ახალგაზრდული წამოწყებებისთვის და იდეებისთვის: დაინერგება გრანტების პროგრამა, რომელითაც დაფინანსდება მხოლოდ ახალგაზრდული წამოწყებები და იდეები, პროგრამა ყოველწლიურად განხორციელდება საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა და ქალაქში, ყველა ახალგაზრდას მისცემს თანაბარ შესაძლებლობას განახორციელოს სხვადასხვა ინიციატივები, გრანტით დაფინანსებულთა რიცხვი ყოველ წელს გაიზრდება;
ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, სპორტული ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობა სტუდენტებისთვის: ჯანსაღი ცხოვრების წესი მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის პრობლემებისა და ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური სტრესის ასარიდებლად. ახალგაზრდებს უნდა ჰქონდეთ წვდომა სპორტულ ინფრასტრუქტურასთან, ვინაიდან შეძლონ მავნე ჩვევებისგან თავის არიდება და თავისუფალიდროის ადეკვატურად და ჯანსაღად გამოყენება, რისთვისაც სახელმწიფომ უნდა უზრუნველჰყოს საბაზისო დონის ინფრასტრუქტურა, როგორც რეგიონში ისე დედაქალაქში.
აზარტული თამაშების ასაკობრივი შეზღუდვის რეალური აღსრულება, კაზინოებზე გადასახადების ზრდა, ლუდომანიის სარეაბილიტაციო პროგრამების შემუშავება: დღესდღეობით ერთ-ერთ მნიშნელოვან პრობლემას წარმოადგენს ახალაგაზრდების დიდი რაონებით ჩართულობა აზარტული თამაშების სივრცეში, რაც აზიანებს როგორც ახალგაზრდების, ისე მათი ოჯახების ეკონომიკურ და ფსიქიკურ მდგომარეობას. აზარტული თამაშების მოჩვენებითად ასაკობრივი შეზღუდვა არ აღმოჩნდა საკმარისი პრობლემის აღმოსაფხვრელად, მას სჭირდება მუდმივი მონიტორინგი, რეალური აღსრულება და არასრულწლოვანთა დაცვა ამ სივრცისგან. ამასთან, პრობლემის წინაშე უკვე დამდგარი ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანია შეიქმნას ლუდომანიის სარეაბილიტაციო სივრცე, სადაც ახალგაზრდები მიიღებენ შესაბამის მხარდაჭერას სახელმწიფოსგან და ექნებათ შესაძლებლობა დამოკიდებულებას ებრძოლონ.
პროფესიული სასწავლებლების შექმნა/განვითარება რეგიონებში: პროგრამის ფარგლებში დაიწყება უკვე არსებული პროფესიული სასწავლებლების ხელშეწყობა, პოპულარიზაცია, ინვენტარიზაცია და დიდ რეგიონულ ქალაქებში ახალი პროფესიული სასწავლებლების მშენებლობა, რაც შედეგად მოგვცემს მეტ პროფესიონალს რეგიონში და რეგიონის განვითარებასთან ერთად, ახალგაზრდების შიდა მიგრაციაც შემცირდება.