შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
საქართველოსთვის

 

"გახარია საქართველოსთვის" გუნდი მოახდენს საზოგადოების და პოლიტიკური სპექტრის მობილიზებას, რათა სრულფასოვნად იქნას რეალიზებული წარმოქმნილი შესაძლებლობა და მაქსიმალურად სწრაფ ვადებში მოხდეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება. ჩვენ ასევე უზრუნველვყოფთ, რომ სრულფასოვან წევრობამდე, საქართველომ ისარგებლოს ევროკავშირთან სექტორული ინტეგრაციის შესაძლებლობებით, როგორიცაა ერთიან ევროპულ ბაზარზე დაშვება, ევროპის ენერგოკავშირთან და ციფრულ კავშირთან მიერთება და სხვ. ევროკავშირის წევრობა ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს დანარჩენი საქართველოს მოსახლეობის ანალოგიურ შესაძლებლობებს მიცემს, რაც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და მშვიდობიანი რეინტეგრაციის საუკეთესო გზაა. ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ერთმანეთის თანმდევი პროცესია. ევროკავშირის პარალელურად, გავააქტიურებთ ძალისხმევას საქართველოს ნატოში გასაწევრიანებლად, რაც შეუძლებელია ქართული ოცნების პირობებში. აუცილებელია აღვადგინოთ საქართველოს, როგორც ნატოს ასპირანტი ქვეყნის და საიმედო

პარტნიორის სტატუსი. ამასთან, ჩვენი ამოცანაა, ალიანსში გაწევრიანება შევძლოთ "გაწევრიანების სამოქმედო გეგმის" (MAP) გარეშე, როგორც ეს ფინეთის და შვედეთის შემთხვევაში მოხდა.

 

 

პარტიის პოზიცია
პარტნიორები