შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
საქართველოსთვის

 

ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება უზრუნველყოფს ეროვნულ უსაფრთხოებას და სუვერენიტეტს, დემოკრატიულ მმართველობას, კორუფციისგან თავისუფალ სისტემას, თანაბარ შესაძლებლობებს, ეკონომიკურ კეთილდღეობას და სამართლიან წესრიგს. 

 

  • ჩვენი ამოცანაა, დავაბრუნოთ ქვეყანა დემოკრატიული განვითარების, ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების გზაზე. ამ მიზნის მისაღწევად, ევროპელ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით, პარტია გახარია საქართველოსთვის წარმართავს თანამიმდევრულ პოლიტიკას და განახორციელებს შესაბამის რეფორმებს.

  • ევროკავშირის პარალელურად, გავააქტიურებთ ძალისხმევას საქართველოს ნატოში გასაწევრიანებლად, რაც „ქართული ოცნების" პირობებში შეჩერებულია. ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია თანმდევი პროცესია. ხელისუფლების პოლიტიკის შედეგად, ნატო- საქართველოს ურთიერთობები უკუსვლას განიცდის. ნატოს ვაშინგტონის სამიტის დასკვნით დოკუმენტშისაქართველო არ არის ნახსენები გაწევრიანების კონტექსტში, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა 2008 წლის ბუქარესტის სამიტის შემდგომ.

  • აუცილებელია შევცვალოთ არსებული ვითარება და აღვადგინოთ საქართველოს, როგორც ნატოს ასპირანტი ქვეყნის და საიმედო პარტნიორის იმიჯი. ამასთან, ჩვენი ამოცანაა, ალიანსში გაწევრიანება შევძლოთ "გაწევრიანების სამოქმედო გეგმის" (MAP) გარეშე, როგორც ეს ფინეთის და შვედეთის შემთხვევაში მოხდა.

  • გაწევრიანებისთვის მოსამზადებლად, გაფართოვდება ალიანსთან პოლიტიკური დიალოგი და პრაქტიკული თანამშრომლობა ნატო-საქართველოს კომისიის (NATO-Georgia Commission - NGC) და წლიური ეროვნული პროგრამის (Annual Naitonal Progamme) ფარგლებში.

  • ჩვენთვის პრიორიტეტულია ალიანსთან თავსებადი შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბება და ნატოს სტანდარტების შესაბამისი თავდაცვის და უსაფრთხოების სისტემის ფორმირება. გაზრდილი საფრთხეების გათვალისწინებით, აუცილებელია თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერება და ნატოსთან სამხედრო-თანამშრომლობის გაზრდა. ამ მიზნით, აქტიურად იქნება გამოყენებული ნატო- საქართველოს არსებითი პაკეტის (Substantial NATO Georgia Package -- SNGP) და ინდივიდუალურად მორგებული პარტნიორობის პროგრამის (Individual Tailored Partnership Programme - ITPP) ფორმატები.

  • ალიანსის ძალებთან თავსებადობის უზრუნველსაყოფად, საქართველო აქტიურად მიიღებს მონაწილეობას ნატოსა და პარტნიორი ქვეყნების ეგიდით გამართულ მრავალეროვნულ სამხედრო წვრთნებში. გაგრძელდება ქართული შენაერთის მონაწილეობა ხმელთაშუა ზღვაში მიმდინარე ნატოს ოპერაციაში „ზღვის მცველი."

  •  გავაძლიერებთ ნატოსთან თანამშრომლობას თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, მათ შორის კონვენციურ და ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის, კიბერ უსაფრთხოების უზრუნველყოფის და სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლის კუთხით. უაღრესად მნიშვნელოვანია შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ფორმატის გააქტიურება და მის ფარგლებში ახალი ინიციატივების შემუშავება.

 

 

პარტიის პოზიცია
პარტნიორები