საქართველოს ეროვნული ინტერესების წინაშე არსებულ საფრთხეებსა და გამოწვევებზე სათანადო რეაგირების მიზნით, აუცილებელია ეფექტიანი, თანამედროვე და დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისი თავდაცვის და უსაფრთხოების სისტემის უზრუნველყოფა. ამ მიმართულებით, ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯები იქნება:
ნატოსთან თავსებადი, მაღალტექნოლოგიური, და მობილური თავდაცვის ძალების ჩამოყალიბება
მოხდება სამოქალაქო თავდაცვის, აგრეთვე რეზერვისა და მობილიზაციის სისტემის ოპტიმიზაცია,
ადგილობრივი სამხედრო წარმოების განვითარება
ადაიხედება ვაზიანის სამოქალაქო აეროპორტის მშენებლობის საკითხი და მიღებული იქნება ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებისთვის ოპტიმალური გადაწყვეტილება.
ვგეგმავთ თავდაცვის ბიუჯეტის მშპ-ს 2 პროცენტამდე გაზრდას.
საერთაშორისო მრავალეროვნულ სწავლებებს და გავზრდით საქართველოს მონაწილეობად ნატოს საერთაშორისო წვრთნებში.
თავდაცვის სფეროში ევროპული სამშვიდობო ინიციატივის (EPF) ფარგლებში თანამშრომლობის გაძლიერება
დაზვერვის სამსახურის შესაძლებლობათა გაზრდა
უსაფრთხოების სექტორში პოლიტიკურად ნეიტრალური, კარიერული რყევებისგან დაცული პროფესიონალური სამსახურის ჩამოყალიბება.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) გაძლიერება რუსეთიდან მომდინარე ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის, კონტრ-დაზვერვის და კონტრ-ტერორისტული მიმართულებით.
პოლიციაში გავაგრძელებთ სისტემურ განახლებას, რომელიც 2018 წელს დავიწყეთ.
ჩვენი მიზანია შევქმნათ ანალიზზე და ადრეულ პრევენციაზე, დაფუძნებული სისტემა,
მნიშვნელოვანია სასაზღვრო პოლიციის ავტონომიურობის თვისობრივი ზრდა,
მიზანშეწონილად მიგვაჩნია საგარეო დაზვერვის, სასაზღვრო პოლიციის და სანაპირო დაცვის მეთაურთა ფიქსირებული ვადით დანიშვნა/არჩევა,