გავაძლიერებთ ნატოსთან თანამშრომლობას თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, მათ შორის კონვენციურ და ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის, კიბერ უსაფრთხოების უზრუნველყოფის და სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლის კუთხით. უაღრესად მნიშვნელოვანია შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ფორმატის გააქტიურება და მის ფარგლებში ახალი ინიციატივების შემუშავება.