შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
საქართველოსთვის

 

ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება უზრუნველყოფს ეროვნულ უსაფრთხოებას და სუვერენიტეტს, დემოკრატიულ მმართველობას, კორუფციისგან თავისუფალ სისტემას, თანაბარ შესაძლებლობებს, ეკონომიკურ კეთილდღეობას და სამართლიან წესრიგს. ევროკავშირის წევრობა საშუალებას მიცემს საქართველოს მოქალაქეებს თავისუფლად გადაადგილდნენ, ისწავლონ და იმუშაონ ევროკავშირის ნებისმიერ ქვეყანაში. ამასთან, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს გაუჩნდებათ დანარჩენი საქართველოს მოსახლეობის ანალოგიური შესაძლებლობები, რაც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და მშვიდობიანი რეინტეგრაციის საუკეთესო გზაა.

 

უკრაინელი ხალხის ბრძოლამ თავისუფლების და სახელმწიფოებრიობის დასაცავად, გააჩინა 2030 წლისათვის ევროკავშირის გაფართოების შესაძლებლობა, რამაც, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად, საქართველოს გაწევრიანების რეალური პერსპექტივაც შექმნა.

 

ევროკავშირში გაწევრიანება ეროვნული მნიშვნელობის ამოცანაა, რომელიც პარტიულ ინტერესებზე მაღლა დგას. ქართული ოცნების პოლიტიკა ეწინააღმდეგება საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში გაწევრიანებას, გვაშორებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივას და ხელს უწყობს ქვეყნის რუსულ ორბიტაზე დაბრუნებას.

 

ჩვენ მოვახდენთ საზოგადოების და პოლიტიკური სპექტრის მობილიზებას საგარეო და უსაფრთხოების სტრატეგიული მიზნების მისაღწევად, რათა სრულფასოვნად იქნას რეალიზებული წარმოქმნილი შესაძლებლობა.

 

 

პარტიის პოზიცია
პარტნიორები