საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პრიორიტეტები გამომდინარეობს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან და ევროპული სახელმწიფოს მშენებლობას გულისხმობს, სადაც უზრუნველყოფილია ქვეყნის სუვერენული, მშვიდობიანი და დემოკრატიული განვითარება. ევროპულ ოჯახში გაწევრიანება საქართველოს მრავალსაუკუნოვანი, ცივილიზაციური არჩევანია, რომელიც საერთო ღირებულებებს ეფუძნება, როგორიცაა თავისუფლება, სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა, მშვიდობა, უსაფრთხოება, დემოკრატია, კანონის უზენაესობა და კეთილდღეობა.
ჩვენი მიზანია, რომ ეროვნული ინტერესების მშვიდობიანად უზრუნველყოფისთვის ვაწარმოოთ პრაგმატული პოლიტიკა ყველასთან, მათ შორის, რუსეთთან. დღეს, საქართველოს ხელისუფლებამ პრაგმატული პოლიტიკის ნაცვლად, დაუშვა მძიმე შეცდომა, როდესაც საქართველო დასავლეთთან დააპირისპირა ეს შეცდომა ჩვენი გამოსასწორებელია. დღეს, გლობალური თუ რეგიონალური უსაფრთხოების გამოწვევების გადაჭრა შესაძლებელია მხოლოდ დემოკრატიულ სახელმწიფოთა მხრიდან სოლიდარობის პრინციპზე დაყრდნობით. რაც ნიშნავს, რომ რეგიონული, ისე როგორც გლობალური გრძელვადიანი მშვიდობა, მხოლოდ ცივილიზებული ქვეყნების ერთიანი ძალისხმევით არის შესაძლებელი.
პრიორიტეტებია:
1. ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია
2. ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობა
3. ეროვნული თავდაცვა და უსაფრთხოება