შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
საქართველოსთვის

 

გახარია საქართველოსთვის" გუნდი განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ საქართველოს სამრეწველო ცენტრების, მათ შორის ჭიათურის, რუსთავის, ზესტაფონის, ტყიბულისა და კაზრეთის მძიმე ეკოლოგიურ, სოციალურ და ეკონომიკურ გამოწვევებს. ჩვენ განვავითარებთ სტრატეგიულ მიდგომებს, რომლებიც მიზნად ისახავს ეკოლოგიური კრიზისების გადაჭრას და ეკონომიკის დივერსიფიკაციაზე გადასვლას, რათა შევცვალოთ მონო-ინდუსტრიული განვითარების მოდელი. ჩვენ უზრუნველვყოფთ სახელმწიფო სტრატეგიული რესურსების გამჭვირვალე, სამართლიან და მდგრად მართვას. ჩვენი გეგმა მოიცავს ჭიათურის, ზესტაფონის, ტყიბულისა და რუსთავის მონო- ინდუსტრიული საწარმოების დროებით რე-ნაციონალიზაციას და ამ საწარმოებში ევროპული ინვესტიციების მოზიდვას. დღეს, ამ საწარმოების მფლობელობისა და მართვის სტრუქტურა ბუნდოვანია, რადგან მათ დიდი ნაწილი გასხვისდა წინა ხელისუფლების დროს, ხოლო ბენეფიციარები დაფარულია ოფშორული კომპანიების მიღმა. სახელმწიფო გამოისყიდის ამ საწარმოებს სამართლიანი კომპენსაციით და ფინანსური და მმართველობითი ტრანსფორმაციის შემდეგ, მოახდენს ჯანსაღი პრივატიზაციის პროცესს. ამ ცვლილებების შედეგად შესაძლებელი გახდება, რომ საწარმოებში ინვესტორებად შემოვიდნენ ევროპული კომპანიები, ხოლო ამ საწარმოების ნაწილის მფლობელები გახდნენ თავად ამ საწარმოებში დასაქმებულთა ჯგუფები, ქართული ემიგრაცია და ადგილობრივი მუნიციპალიტეტები. ეს მნიშვნელოვნად გაზრდის მუნიციპალიტეტის და ადგილობრივი მაცხოვრებლების შემოსავლებს.

ჩვენ ამ ცვლილებებით უზრუნველვყოფთ სამთო წარმოების მოდერნიზაციას და ამ სექტორის გამოყენებას ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად.

 

 

პარტიის პოზიცია
პარტნიორები