კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით, ჩვენ განვახორციელებთ კანონმდებლობის დახვეწას, კერძო სექტორის ჩართულობის წახალისებას და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გაძლიერებას. ამასთან, ჩვენ ხელს შევუწყობთ კულტურული მემკვიდრეობის ეკონომიკური პოტენციალის სრულად გამოყენებას ტურისტულ მიმართულებებში მისი ჩართვის გზით და უზრუნველვყოფთ ფართო საზოგადოების ინფორმირებულობას ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით.