შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
საქართველოსთვის

 

გავაგრძელებთ გენდერული ძალადობის, „ფემიციდის" წინააღმდეგ შეურიგებელ ბრძოლას. პირველ რიგში, დავიბრუნებთ წამყვან პოზიციებს - რეაგირების მაღალ ხარისხს, ქალთა მიმართ ძალადობის დაბალ მაჩვენებელს და „ფემიციდის" შემცირებულ შემთხვევებს. ერთობლივი ძალებით ერთხელ უკვე მივაღწიეთ წარმატებას ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში. ისევ გავაერთიანებთ ძალისხმევას, ამჯერად ისე და იმ მასშტაბით, რომ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის წარმატება პერსონალიებზე აღარ იყოს დამოკიდებული. შევქმნით მყარ სისტემას, რომელიც დროს გაუძლებს.

 

დავნერგავთ ბავშვთა მიმართ ძალადობის, გენდერული ძალადობის, „ფემიციდის" წინააღმდეგ ბრძოლის ახალ მექანიზმებს, რომელიც პასუხისმგებელ უწყებებს შორის ქმედით კოორდინაციას უზრუნველყოფს - შევცვლით არასწორ მიდგომას, რომლის თანახმად, ამ დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლა მხოლოდ საგამოძიებო ორგანოების და პროკურატურის საქმეა. ძალადობის პრევენციის პროცესში აქტიურად ჩავრთავთ განათლების სამინისტროს, სოციალურ სამსახურს და სხვა პასუხისმგებელ უწყებებს. მოვაგვარებთ წლების განმავლობაში არსებულ პრობლემას და გავზრდით სოციალური მუშაკების რაოდენობას და ანაზღაურებას.

 

 გავაგრძელებთ მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის ინსტიტუტის დანერგვას მთელ

სქართველოში.

 

 

პარტიის პოზიცია
პარტნიორები