შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
საქართველოსთვის

 

  • გავაგრძელებთ ბრძოლას ბავშვების, ქალების და ხანდაზმულების ძალადობისგან (მათ შორის, სექსუალური ძალადობისგან) დასაცავად.

  • ჩვენმა გუნდმა სრულიად ახალ ეტაპზე გადაიყვანა ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა - მივიღეთ ახალი კანონმდებლობა, გავამკაცრეთ სასჯელი, დავადგინეთ უფლებების შეზღუდვა მოძალადეებისთვის, შევქმენით მოძალადეების ბაზა. ჩვენი ინიციატივით და ხელმძღვანელობით განხორციელდა ერთ-ერთი წარმატებული პროექტი „ბარნაჰუსი". ჩვენ არამხოლოდ გავაგრძელებთ დაწყებულ რეფორმებს, არამედ შევქმნით ყველა სახის ძალადობისგან ბავშვების დაცვის ქმედით სისტემას - ბავშვების დაცვა ძალადობისგან (მათ შორის სექსუალური და ონლაინ ძალადობისგან), ბავშვთა პორნოგრაფიის და პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ ბრძოლა იქნება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი.

  • 2018 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროში დავიწყეთ არასრულწლოვანთა სპეციალური სტრუქტურული დანაყოფების შექმნა და ბავშვზე მორგებული გარემოს დანერგვა როგორც ტერიტორიულ ორგანოებში, ისე დროებითი მოთავსების იზოლატორში. ამ პროცესს გავაგრძელებთ მთელ საქართველოში.

  • დავნერგავთ ბავშვთა მიმართ ძალადობის, გენდერული ძალადობის, „ფემიციდის" წინააღმდეგ ბრძოლის ახალ მექანიზმებს, რომელიც პასუხისმგებელ უწყებებს შორის ქმედით კოორდინაციას უზრუნველყოფს - შევცვლით არასწორ მიდგომას, რომლის თანახმად, ამ დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლა მხოლოდ საგამოძიებო ორგანოების და პროკურატურის საქმეა. ძალადობის პრევენციის პროცესში აქტიურად ჩავრთავთ განათლების სამინისტროს, სოციალურ სამსახურს და სხვა პასუხისმგებელ უწყებებს. მოვაგვარებთ წლების განმავლობაში არსებულ პრობლემას და გავზრდით სოციალური მუშაკების რაოდენობას და ანაზღაურებას.

 

 

პარტიის პოზიცია
პარტნიორები