განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა დევნილთა და ეკომიგრანტებისათვის ღირსეული ცხოვრების უზრუნველყოფას. ამისთვის:
ჩვენი 5 წლიანი ღირსეული საცხოვრისით სრულად დაკმაყოფილების პროგრამის ფარგლებში მოხდება დევნილთა და ეკო-მიგრანტებისათვის საცხოვრებლით დაკმაყოფილების პროცესი, ეს განხორციელდება გამჭვირვალე და სამართლიანი პროცესის ფარგლებში;
დაინერგება ნებაყოფლობითი სისტემა საცხოვრებლით დაკმაყოფილებისთვის შეღავათიანი ფინანსური რესურსებით უზრუნველყოფისთვის;
კომპაქტურ ჩასახლებებში განხორციელდება ეკონომიკური აქტივობის სტიმულირების სპეციალური პროგრამები, მათ შორის, არსებული სახელმწიფო ფინანსური მხარდაჭერის პროგრამების გამოყენებით;
სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაში სრული ინტეგრაციისთვის, დევნილები და ეკო- მიგრანტები უზრუნველყოფილი იქნებიან საარსებო წყაროებით, დასაქმების შესაძლებლობებით, სამეურნეო თუ ბიზნეს-საქმიანობის ხელშეწყობით და ახალი წამოწყებების წახალისებით.