1. სოციალური დაზღვევის სისტემის მექანიზმების განვითარება: "გახარია საქართველოსთვის" გუნდი დავნერგავთ ახალ, სოციალური სამართლიანობისა და სოლიდარობის პრინციპებზე დაფუძნებულ სოციალური დაზღვევის სისტემას. რომლის დანერგვისთვისაც გამოყენებული იქნება წარმატებული ევროპული მაგალითები. შეიქმნება სოციალური დაზღვევის ფონდი, რომელიც დაფინანსდება სახელმწიფოსა და კერძო სექტორის მიერ განხორციელებული შენატანებით. პირველ ეტაპზე, აღნიშნული ფონდი უზრუნველყოფს უმუშევრობის და ჯანმრთელობის დაზიანების კომპენსაციას, ხოლო რეფორმის შემდგომ ეტაპზე უნივერსალური და ხარისხიანი ჯანდაცვის სისტემისა და ღირსეული პენსიის დაფინანსებას.
2. დროებითი უმუშევრობისა და საწარმოო ტრავმების დაზღვევა: სოციალური დაზღვევის ფონდში შეიქმნება დროებითი უმუშევრობის დაზღვევის მექანიზმი. დროებით უმუშევრად დარჩენილ პირს ექნება გარანტია, რომ ის არ დარჩება მარტო ფინანსური პრობლემების წინაშე და სამუშაოს პოვნამდე 5-6 თვის განმავლობაში მიიღებს უმუშევრობის დაზღვევის თანხას ბოლო სამსახურიდან მიღებული ყოველთვიური ხელფასის 60%-ის ოდენობით. სოციალური გარანტიის ეს ფორმა გავრცელდება ყველა დასაქმებულზე, როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში. გარდა უმუშევრობის დაზღვევისა, სოციალური დაზღვევის ფონდიდან კომპენსაციას მიიღებენ დასაქმებულები და მათი ოჯახები სამუშაო ადგილზე უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებებისთვის. დასაქმებულები და მათ ოჯახები მიიღებენ სხვადასხვა სარგებელს, მათ შორის, სამედიცინო დახმარებას, მოკლევადიან ფულად კომპენსაციას დროებითი შრომისუუნარობის და პენსიას საწარმოო ტრავმების შედეგად დამდგარი მუდმივი შრომისუნარიანობის შემთხვევებში. გარდა ამისა, სამუშაო ინციდენტის ან პროფესიული დაავადების გამო გარდაცვალების შემთხვევაში, დასაქმებულების მემკვიდრეები მიიღებენ საპენსიო სარგებელს.
3 ღირსეული პენსია
ჩვენთვის პენსია არის არა სოციალური შემწეობა, არამედ ხანდაზმულთა და საპენსიო ასაკის
მოქალაქეების უფლება ღირსეულ და დამოუკიდებელ ცხოვრებაზე.
4 სიღარიბის აღმოფხვრაზე და ადამიანების გაძლიერებაზე ორიენტირებული სოციალური დაცვა
სოციალური დახმარების არსებული სერვისები წარმოშობს მოსახლეობის დამოკიდებულებას შემწეობასა და სახელმწიფო დახმარებაზე. სანაცვლოდ, ჩვენ შევქმნით სიღარიბის დაძლევასა და ადამიანების გაძლიერებაზე ორიენტირებულ სოციალური დაცვის სისტემას. ამ მიზნით:
სოციალური დაცვის სერვისები გახდება უფრო მოქნილი და ეფექტური;
განხორციელდება მიზნობრივი სოციალური დახმარების სისტემის ტრანსფორმაცია და გაუქმდება სოციალური დახმარების დანიშვნა/მოხსნის პოლიტიზებული ბერკეტები;
სოციალური დაცვის სერვისებში მოქალაქეების ჩართვა მოხდება მათი რეალური საჭიროებების შესწავლის საფუძველზე და არა ქულების არსებული, ფორმალური სისტემით;
შევამცირებთ სოციალური დაცვის სერვისების მიღების ვადებს;
თითოეული სოციალურად დაუცველი ოჯახისთვის მოხდება საარსებო შემწეობის ყოველწლიური ზრდა.