შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
საქართველოსთვის

 

ჩვენ ეტაპობრივად შევცვლით ნარკოდანაშაულთან ბრძოლის მოძველებულ, არაეფექტიან მეთოდებს და წლების განმავლობაში არსებული დასჯის პოლიტიკიდან გადავალთ პრევენციის, მომხმარებელთა რეაბილიტაციისა და გამავრცელებელთა დასჯის ეფექტიან და სამართლიან პოლიტიკაზე. სახელმწიფო ორიენტირებული იქნება მომხმარებელთა (წამალდამოკიდებულთა) და მათი ოჯახების მხარდაჭერა-რეაბილიტაციაზე (პირველ რიგში, სარეაბილიტაციო ცენტრების მშენებლობით და ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების გაძლიერებით).

 

სისტემურად გადაიხედება ჩანაცვლებითი თერაპიის/ე.წ. მეტადონის პროგრამის ადმინისტრირების ეფექტიანობა. აღმოიფხვრება კორუფცია ადმინისტრირების პროცესში. ნარკოტიკების გამსაღებლებს დავსჯით მკაცრად, ხოლო შეძენა-შენახვაზე მოვახდენთ სასჯელების დიფერენცირებას ნარკოტიკული საშუალებების ოდენობების და სახეობების მიხედვით. მკაცრი იქნება ჩვენი მიდგომა ორგანიზებულ ნარკოდანაშაულთან. სახელმწიფო დღეს სათანადოდ ვერ პასუხობს ნარკოტიკების გავრცელების სრულიად ახალ მეთოდებს, რომელთა გამოყენებამ გასაკუთრებით გაზარდა ნარკოტიკების გავრცელებაში ახალგაზრდების ჩართულობა. გავზრდით სამართალდამცავი ორგანოების შესაძლებლობებს ნარკოტიკების ბრუნვის ეფექტიანად გამოსავლენად. შევქმნით ახალგაზრდებში ნარკოტიკების გავრცელების პრევენციის ეფექტიან სისტემას.

 

 

პარტიის პოზიცია
პარტნიორები