შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
საქართველოსთვის

 

საგანმანათლებლო რესურსცენტრები გათავისუფლდებიან პოლიტიკური ზეწოლისგან და რეალურ როლს შეასრულებენ სკოლების საჭიროებების იდენტიფიცირებასა და დაგეგმვაში. ისინი არამხოლოდ საჭიროების იდენტიფიცირებას მოახდენენ, არამედ საკითხების გადაჭრის მიზნით სამოქმედო გეგმებსაც შეიმუშავებენ. რესურსცენტრები უნდა იყვნენ სკოლის ხმა, ადგილობრივი თვითმმართველობებთან და დონორებთან ჩართული მხარეები, რათა უზრუნველყონ სკოლებისთვის საჭირო რესურსების მოზიდვა.

 

სკოლების მართვის ინდივიდუალური მოდელები გაძლიერდება, რაც სკოლებს შესაძლებლობას მისცემს მართვის საკუთარ წესებს შეიმუშავონ, ადგილობრივი კონტექსტისა და საჭიროებების გათვალისწინებით. მართვის ინდივიდუალური მოდელები ავტორიზაციის პროცესში შეფასდება, რაც უზრუნველყოფს მართვის ხარისხს.

 

 

პარტიის პოზიცია
პარტნიორები