შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
საქართველოსთვის

 

"გახარია საქართველოსთვის" გუნდის მიზანია ისეთი საგანმანათლებლო მოდელის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს ხარისხიან და ინკლუზიურ განათლებას ყველასათვის, რომელიც ხელს უწყობს კრიტიკული აზროვნების და შემოქმედებითობის განვითარებას, სამოქალაქო ცნობიერების და პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებას, უზრუნველყოფს აკადემიურ, სოციალურ და ემოციურ ზრდას და ცხოვრების მანძილზე სწავლისა და გადამზადების შესაძლებლობას.

 

ჩვენი ხედვა ეფუძნება ხარისხიანი განათლების, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურისა და განათლების ხელმისაწვდომობის 3 ძირითად სვეტს:

ხარისხიანი განათლება:

  • განათლების ყველა საფეხურზე კვალიფიციური სასწავლო და სამეცნიერო კადრების მოზიდვა, მათი მომზადება და პროფესიული განვითარების მხარდაჭერა, და მათვის ღირსეული და მიმზიდველი შრომის პირობების უზრუნველყოფა;

  •  სამეცნიერო/კვლევითი საქმიანობის მხარდაჭერა და აკადემიური თავისუფლების უზრუნველყოფა;

  • განათლების ხარისხის უზრუნველყოფის და განვითარების სისტემის (ავტორიზაცია და აკრედიტაცია) დახვეწა, და მათი დამოუკიდებლად და გამჭვირვალედ განხორციელების უზრუნველყოფა;

  • სკოლებისა და პროფესიული სასწავლებლების სახელმძღვანელოებისა და სხვა სასწავლო მასალების ხარისხის გაუმჯობესება;

  • განათლების სისტემის მართვაში დაინტერესებული მხარეების ჩართვა, დეცენტრალიზაციისა და ავტონომიურობის გაძლიერება და სისტემის გამჭვირვალობა;

  • პედაგოგების და სასწავლო დაწესებულებების პერსონალის ხელფასების ზრდის სამართლიანი და პროგნოზირებადი მოდელის შექმნა, რომელიც გაითვალისწინებს, მათ დატვირთვას, ნამუშევარი წლებსა და დამსახურებებს. ზრდა უნდა განხორციელდეს ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში;

  • პედაგოგების განთავისუფლება სხვა დამატებითი არასაჭირო ფუნქციებისაგან, რომელიც არ არის დაკავშირებული მათ უშუალო პედაგოგიურ აღმზრდელობით საქმიანობასთან.

 

განათლების ინფრასტრუქტურა და ინკლუზიური გარემო:

  • განათლების ინფრასტრუქტურის მოდერნიზებასა და მათ თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების საგანმანათლებლო და სამეცნიერო მატერიალურ ტექნიკური ბაზით უზრუნველყოფა;

  •  სასწავლო ინფრასტრუქტურის ადაპტირება ინკლუზიური სასწავლო გარემოსთან;

  • ადგილობრივი და ცენტრალურ ხელისუფლების საქმიანობის კოორდინაცია, კერძო-საჯარო პარტნიორობა და საერთაშორისო დონორ და ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობით.

 

განათლების ხელმისაწვდომობა და მდგრადი დაფინანსების უზრუნველყოფა:

  • რესურსების ხარჯვის ოპტიმიზაცია და ეფექტიანი გამოყენება;

  • განათლებისა და ეკონომიკის მჭიდროდ დაკავშირება, ინოვაციური, მაღალ ტექნოლოგიური ინდუსტრიული სექტორის განვითარების ხელშეწყობა;

  • განათლებისა და მეცნიერების ბიუჯეტის ზრდა და შესაძლებლობების დივერსიფიცირება;

  • საგანმანათლებლო, მომზადებისა და გადამზადების შესაძლებლობების დივერსიფიცირება;

 

 

პარტიის პოზიცია
პარტნიორები