"გახარია საქართველოსთვის" გუნდის ხედვაა, რომ სახელმწიფო აქტიურად იყოს ჩართული სოფლის მეურნეობის განვითარებაში და დაიცვას ადგილობრივი მწარმოებლების და გლეხების ინტერესები. ჩვენ დავნერგავთ სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიულ, მიზნობრივ მიდგომებს, რომელიც მოემსახურება სექტორის პროდუქტიულობის მკვეთრ ზრდასა და ღირსეული სამუშაო ადგილების შექმნას.
ჩვენ მივიღებთ კანონს, „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ" რომელიც პირველ რიგში დაარეგულირებს, ხარისხიანი პროდუქციის წარმოების ხელშეწყობისა და ხარისხის დაცვის საკითხებს, მოახდენს მაღალი დამატებული ღირებულების პროდუქციისა და ბიოწარმოების პრიორიტეტიზაციას, შექმნის სექტორში ინვესტიციების ხელშეწყობის ჩარჩოსა და ვალდებულებებს.
ამ კანონით გაიწერება სახელმწიფოს ჩართულობისა და როლის საკანონმდებლო გარანტიები, მათ შორის, ძირითადი ინფრასტრუქტურის, უწყვეტი ენერგო მიწოდებისა და წყალმომარაგების, ხარისხიანი სამეურნეო საშუალებების ხელმისაწვდომობის მიმართულებით. სექტორის განვითარების ამ ეტაპზე, სახელმწიფო დაიცვას ადგილობრივი წარმოებას სასოფლო-სამეურნეო პირველადი წარმოების იმ პროდუქტებზე, რომელიც სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიით იქნება გათვალისწინებული. ამისთვის, ხელისუფლება გამოიყენებს საერთაშორისო კანონმდებლობით დაშვებულ საგადასახადო და სხვა სატარიფო მექანიზმებს მანამ, სანამ ადგილობრივი წარმოება არ მოძლიერდება და არ მოხდება საწარმოო რესურსები გამსხვილება სოფლის მეურნეობაში.
ჩვენ დავნერგავთ მარკეტინგის თანამედროვე მიდგომებს, რათა განვავითაროთ საექსპორტო პოტენციალის მქონე სექტორი, ვაწარმოოთ მაღალი ღირებულების სოფლის მეურნეობის პროდუქცია და ავამაღლოთ ჩვენი გლობალური კონკურენტუნარიანობა. გარდა ამისა, ჩვენი მიზანია სასოფლო- სამეურნეო პროდუქციაზე ადგილობრივი მოთხოვნის მაქსიმალურად დაკმაყოფილება, რაც ხელს შეუწყობს მზარდი ტურიზმიდან ქვეყნისთვის მეტ შემოსავალსა და გააძლიერებს ქვეყნის საკვების სუვერენიტეტს და უსაფრთხოებას.
ჩვენ ხელს შევუწყობთ სოფლის მეურნეობაში კვების მრეწველობის დარგის განვითარებას, იმისათვის, რომ ფერმერული მეურნეობა გარდავქმნათ აგროსამრეწველო მიმართულებებად. ჩვენ განვახორციელებთ მნიშვნელოვან სახელმწიფო ინვესტიციებს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევასა და ტექნოლოგიურ წინსვლაში, რაც უზრუნველყოფს ინოვაციური სასოფლო- სამეურნეო ტექნოლოგიების განვითარებასა და დანერგვას. სოფლის მეურნეობის განვითარება ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის რეგიონების გაძლიერებას და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ პროგრესში.