გარემოს დაცვა თბილისის უმთავრეს პრიორიტეტად იქცა და, შესაბამისად, ყოველწლიურად იზრდება აღნიშნული მიმართულებით გამოყოფილი ბიუჯეტი. ჯანსაღი ქალაქის უზრუნველყოფა მუნიციპალიტეტის უმთავრესი ამოცანაა, რისთვისაც გავაგრძელებთ თბილისის ყველა უბანში ახალი პარკების მშენებლობას, არსებულის რეაბილიტაციასა და ახალი სარეკრეაციო სივრცეების მოწყობას. მომდევნო 4 წლის განმავლობაში ავაშენებთ და განვაახლებთ 15 პარკს, 300 ჰექტარ ფართობზე აღვადგენთ დეგრადირებულ ტყეს, მინიმუმამდე შევამცირებთ ჰაერის მტვრით დაბინძურებას და დავნერგავთ ნარჩენების სეპარირებული შეგროვების მოდელს. მომდევნო 4 წლის განმავლობაში გარემოს დაცვის მიმართულებით 300 000 000 ლარი დაიხარჯება. ჯანსაღი ქალაქის პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა მასშტაბური პროექტი.