მომდევნო წლიდან ჯანდაცვის მიმართულებით არსებულ პროგრამებს დაემატება შემდეგი პროგრამები:
ონკომედიკამენტებისპროგრამისგაფართოება - მედიკამენტების დაფინანსების ქვეპროგრამა გაფართოვდება, რაც გულისხმობს ონკოლოგიური დიაგნოზების სამკურნალოდ საჭირო მედიკამენტების ჩამონათვალის გაზრდასა და არაჰოჯკინის ლიმფომისა თუ რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსებას.
სახსრებისენდოპროთეზირება - დაფინანსდება სახსრების ენდოპროთეზირება, რაც გულისხმობს თბილისის მოსახლეობისთვის მენჯ-ბარძაყისა და მუხლის სახსრის ენდოპროთეზირებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას.
ორგანიზებულისკრინინგი - განხორციელდება დაავადებათა ორგანიზებული სკრინინგი, რაც გულისხმობს კიბოს პრევენციის მიზნით მოსახლეობის დროულ ჩართვას მიზნობრივ გამოკვლევებში.
გაფანტულისკლეროზისგამოკვლევებისპროგრამა - გაფართოვდება გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების პროგრამა, რაც გულისხმობს აღნიშნული დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის საჭირო მაღალტექნოლოგიური კვლევის, კერძოდ, მრტკვლევის დაფინანსებას.
ძუძუსკიბოსდიაგნოსტიკა - ძუძუს კიბოს სადიაგნოსტიკო კვლევების ხელმისაწვდომობისა და სწორი დიაგნოსტიკის ხელშეწყობის მიზნით, განხორციელდება ძუძუს ექოსკოპიის, მრტ-კვლევისა და სხვა ლაბორატორიული კვლევების დაფინანსება.
დაავადებათასკრინინგისგაფართოება - გაფართოვდება დაავადებათა სკრინინგის პროგრამის საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის კომპონენტი, კერძოდ, დაემატება HPV-ტესტირება, რაც გულისხმობს კვლევის უფრო თანამედროვე და მაღალი ხარისხის ხელმისაწვდომობას.
შშმპირთაპერსონალურიდახმარებისსერვისისპროგრამა - შშმ პირთა მხარდასაჭერად, სპეციალური სტანდარტის მიხედვით დაფინანსდება პერსონალური ასისტენტის მომსახურება, რაც გულისხმობს განათლების მიღების, სამუშაოს შესრულების, საჯარო სერვისებით სარგებლობის ან ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებისას მათ მხარდაჭერას. პროგრამის მიზანია შესაბამისი საჭიროების მქონე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.
სოციალურადდაუცველიმოსახლეობისთვისმაღალტექნოლოგიურიკვლევებისდაფინანსება - აღნიშნული პროგრამა მოიცავს სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის ძვირადღირებულ კვლევებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და შემდეგი მაღალტექნოლოგიური კვლევების დაფინანსებას: ანგიოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია და მრტ-კვლევა.