შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ქართული ოცნება

მომდევნო 4 წლის განმავლობაში, საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 2 მილიარდ ლარამდე დაიხარჯება. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება:

 

  • აშენდება უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი. ვეფხვი და მოყმის ძეგლის მიმდებარედ მოეწყობა მარშალ გელოვანის გამზირისა და მარჯვენა სანაპიროს დამაკავშირებელი კვანძი; მოეწყობა ყიფშიძისა და ჭაბუა ამირეჯიბის ქუჩების დამაკავშირებელი ახალი გზა.

  • სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება: მინდელის ხიდს, რომელიც აშენებულია 1989 წელს და საჭიროებს რეაბილიტაციას, მეტეხის ხიდს, რომელიც აშენებულია 1951 წელს და ასევე საჭიროებს რეაბილიტაციას; შალიკაშვილის სახელობის (დიდუბის) ხიდს, რომელიც აშენებულია 1953 წელს და საჭიროებს რეაბილიტაციას.

  • სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება, აკაკი წერეთლის გამზირს, ვაჟა-ფშაველას გამზირს, რუსთაველის გამზირს, მელიქიშვილის გამზირს, ქეთევან დედოფლის გამზირსა და ბელიაშვილის ქუჩას; ასევე, სრულად რეაბილიტირდება უნივერსიტეტის ქუჩა, კრწანისის ქუჩა, გოძიაშვილის ქუჩა და კოჯრის გზატკეცილი. აღნიშნული პროექტების ფარგლებში განახლდება მიწისზედა და მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელები, მოეწყობა ახალი სახანძრო ჰიდრანტები, ახალი ტროტუარები, შეიცვლება ბორდიურები და საავტომობილო გზაზე ახალი საფარი დაიგება. დაიხაზება საავტობუსე ზოლები, ველობილიკები და მოეწყობა უსაფრთხო სივრცე ქვეითად მოსიარულეთათვის.

  • სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება რესპუბლიკის მოედანთან არსებულ გვირაბსა და მიწისქვეშა ავტოსატრანსპორტო გასასვლელს. გვირაბი და მიწისქვეშა გასასვლელი ექსპლოატაციაში შევიდა 1981 წლიდან და საჭიროებს რეაბილიტაციას; სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება გმირთა მოედანზე მიწისქვეშა გზაგამტარს, რომელიც ექსპლოატაციაში შევიდა 1978 წლიდან და საჭიროებს განახლებას. მოეწყობა სოფელ დიღომსა და ავჭალის დასახლებაში, ასევე, ივერთუბანში წყალარინების ქსელი, სანიაღვრე სისტემა და რეაბილიტირდება გზის საფარი.

  • რეაბილიტაცია ჩაუტარდება მეტეხის საავტომობილო გვირაბებს, ორივე მიმართულებით, ჯამურად 2500 მ სიგრძის მონაკვეთზე. პროექტის ღირებულება 200 მლნ ლარს შეადგენს.

  • დამატებით, ათივე რაიონში კაპიტალურად შეკეთდება 1000-მდე ქუჩა. სამუშაოები მოიცავს გზის სავალი ნაწილის, ტროტუარების, მიწისქვეშა კომუნიკაციებისა და გარეგანათების ქსელის განახლებას; გაგრძელდება თბილისის შემოერთებული ტერიტორიების წყლის, წყალარინების, სანიაღვრე, გარეგანათებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები.
პარტიის პოზიცია
პარტნიორები