1. სავალდებულობა გაწვევა: ადამიანის იძულება, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, იარაღით დაიცვას სხვა ადამიანები, მონობის ფორმაა. ამ მოვლენას დღესაც შეგვიძლია რუსეთის მაგალითზე ვადევნოთ თვალი. მთავრობა ქართველ ახალგაზრდებს ჯარისკაცად მომზადების ნაცვლად, იაფფასიან მომსახურე პერსონალად იყენებს. მონობა ვერასდროს იქნება კარგი, როგორი იდეოლოგიითაც არ უნდა შეინიღბოს ის. ჯარში უნდა მიდიოდეს მხოლოდ ის, ვისაც ამის სურვილი აქვს, ხოლო მთავრობამ ჯარისკაცის ხელფასის ზრდაზე უნდა იზრუნოს. გირჩის მიზანია სავალდებულო გაწვევის, როგორც ისტორიული ანაქრონიზმის, დე-იურე გაუქმება. რისთვისაც საჭიროა გაუქმდეს სავალდებულო გაწვევა, ჯარი დაკომპლექტდეს მხოლოდ ნებაყოფლობით, სახელშეკრულებო პრინციპზე. შედეგად, პროფესიული ჯარი, რომელიც იმ ადამიანებით იქნება დაკომპლექტებული, ვისაც სურს და შეუძლია ქვეყნის დაცვა, აქვს დრო და შესაძლებლობა, აითვისოს და ეფექტიანად გამოიყენოს თანამედროვე იარაღი.
2. საქართველოში იარაღი ყოველთვის იყო ლეგალური. ქართველ კაცს იარაღი ყოველთვის ჰქონდა, რასაც მოწმობს ქართული ეროვნული სამოსი. კომუნისტებმა ქართველი ხალხი განგვაიარაღეს, უფრო მეტიც, შთაგვაგონეს რომ ხალხს იარაღი არ უნდა ჰქონდეს. როდესაც იარაღი მხოლოდ მთავრობას აქვს ძალიან მარტივია მოქალაქის დაჩაგვრა და მიტინგზე მათი ცემა. გარდა ამისა, ხალხს არ აძლევ სრულფასოვანი თავდაცვის უფლებას. მოქალაქეს უნდა ჰქონდეს თავდამსხმელის დაუყონებლივ მოიგერიების შესაძლებლობა.
3. ცენტრალური საგამოძიებო სამსახური - ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ, რაიონული პოლიციის კომპეტენციების მიღმა საქმეებისათვის, შეიქმნება ცენტრალური საგამოძიებო სამსახური აშშ-ს FBI-ს მსგავსად. ის ჩაანაცვლებს კრიმინალურ პოლიციას და მხოლოდ ისეთი საქმეებით იქნება დაკავებული, როგორიცაა ორგანიზებული კრიმინალი, საერთაშორისო კრიმინალი და განსაკუთრებულად მძიმე დანაშაული: ტერორიზმი და ა.შ.
ქვეყნის დაცვა მხოლოდ მაშინ ხდება საპატიო, როცა პროფესიას ადამიანები ნებაყოფლობით ირჩევენ და არა დაშინების შედეგად. ჩვენი თავდაცვა უნდა იდგეს მაღალი ანაზღაურების, ახალი შეიარაღების მქონე პროფესიულ ჯარსად და სათანადო მომზადებულ მრავალრიცხოვან რეზერვზე, რომელიც ნებაყოფლობით არის დაკომპლექტებული.
გავზრდით თავდაცვის ბიუჯეტს ნატოს სტანდარტების შესაბამისად და ეს ფული დაიხარჯება ხელფასების ზრდასა და თანამედროვე შეიარაღების შესყიდვაზე.
სავალდებულო გაწვევას გავაუქმებთ და რეზერვს დავაკომპლექტებთ იმ ახალგაზრდებისგან, ვისაც მართლა სურს და შეუძლია ქვეყნის დაცვა. სანაცვლოდ კი, ღირსეულ ანაზღაურებასა და ნამდვილ წვრთნებს შევთავაზებთ, იმის ნაცვლად, რომ უფასოდ ვამუშაოთ მინისტრების დაცვაში თუ ყარაულად.
აღვადგენთ ურთიერთობას პარტნიორებთან, რათა საუკეთესო პროფესიონალების დახმარებით გაგრძელდეს წვრთნები და ჩვენი პროფესიონალი ჯარისკაცების კვალიფიკაციის ამაღლება.
ჩვენ გვსურს:
გვყავდეს ძლიერი ჯარი, რადგან მხოლოდ ძლიერი ჯარია მშვიდობის გარანტი;
გვყავდეს ნებაყოფლობითი რეზერვი, რათა ქვეყანაში შესაძლებელი იყოს, საფრთხის შემთხვევაში, მნიშვნელოვნად გაიზარდოს თავდაცვის ძალების მოცულობა;
თავდაცვის ბიუჯეტის ზრდა, რათა ჯარი უზრუნველყოფილი იყოს თანამედროვე იარაღითა თუ მუდმივი წვრთნებით.