არ შეიძლება თბილისის ცენტრში მჯდარი ბიუროკრატი წყვეტდეს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე (ქალაქებში, სოფლებში დაბებში) ვინ როგორი სახლი ააშენოს. არ შეიძლება ბიუროკრატს ჰქონდეს საკმარისი ინფორმაცია ყველა ნიუანსზე, რომელიც ამა თუ იმ მშენებლობის ნებართვისა თუ აკრძალვისთვის არის საჭირო. სინამდვილეში მოქალაქეების საკუთრებაზე მშენებლობის ნებართვა უნდა ნიშნავდეს მეზობლებთან შეთანხმებას. ის, რაზეც მოქალაქე და სამეზობლო თანხმდება უნდა იყოს ნებადართული. ეს გამოიწვევს იმას, რომ ადამიანები ერთმანეთს შეუთანხმებენ თუ როგორი ხედი, გამწვანება და გარემო სურთ. შედეგად ადამიანები უფრო მეტად თავისუფლები გახდებიან საკუთრების განკარგვებში.
თქვენი მიწი ნაკვეთი - თქვენია. იცით, რომ საკუთარი მიწის ნაკვეთის სიღრმეში მხოლოდ 2 მეტრია ახლა თქვენი. იმის იქეთ, არაფერი გეკუთვნით, არც ზემოთ, არც ქვემოთ. წიაღისეულს იპოვით თუ განძს საკუთარ ნაკვეთში - მთავრობა წაგართმევთ. ვერც პოლიციელის დრონს უზამთ რამეს, რომელიც თქვენი სახლის ზემოთ დაფრინავს და გითვალთვალებთ. ჩვენ კი ვამბობთ, რომ მიწა მართლა თქვენი უნდა იყოს, არა მხოლოდ 2 მეტრი, არამედ 12, 262მ სიღრმეში. მიწა და წიაღისეული. არც კერძოს სახლის აშენებაზე ნებართვა დაგჭირდებათ, რადგან თქვენ მიწაზე თქვენ წყვეტთ, თუ რა ააშენოთ და რა არა.