ქვეყანაში სიღარიბე არასოდეს შემცირდება, სანამ "მზრუნველი" მთავრობა გვეყოლება. ამიტომ ერთი "მზრუნველი" მთავრობა მეორით კი არ უნდა შევცვალოთ, არამედ საერთოდ აღარ უნდა ავირჩიოთ ხალხი, რომელიც ჩვენს მოტყუებას ცდილობს და გაძარცვას გვპირდება, ოღონდ სიტყვა ,,ძარცვის" ნაცვლად ,,ზრუნვას" იყენებს.
ნაკლები ბიუროკრატია, შეზღუდული მთავრობა და მეტი ფული ხალხში, მეტი უფლებები ხალხს - აი, რა გვჭირდება.
ამასთან, საჯარო სექტორში დასაქმებულებსაც უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა დაიხსნან თავი ამ სიზიფეს შრომისგან და ახალი ცხოვრება დაიწყონ კერძო სექტორში. მეტიც, ჩვენ გვინდა საჯარო მოხელეები ვაქციოთ ჩვენი ცვლილებების მოკავშირეებად. მათ შორის, ისეთი რეფორმების მხარდადმჭერებად, რომლებიც სამინისტროებისა და სააგენტოების გაუქმებას გულისხმობს.
ამ მიზნით, საბიუჯეტო სექტორში დასაქმებულ ასი ათასობით ადამიანს სამი წლის მანძილზე შეუნარჩუნდება მიმდინარე ხელფასი, თუკი ისინი საკუთარი ნებით დატოვებენ საჯარო სამსახურს.
გაუქმდეს:
შენარჩუნდეს:
შედეგი
• გადასახადების შემცირების პერსპექტივა
საბიუჯეტო სამსახურიდან დათხოვნილ ადამიანებს უნდა შეუნარჩუნდეს მიმდინარე შემოსავალი სამი წლის განმავლობაში.